15:05:56     16-04-2013
უგულავა: „ძალიან გავს ეს, ოქრუაშვილის ეპოპეას“

თბილისის მერი, გიგი უგულავა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის სახელით გავრცელებული განცხადების უკან, „ორკესტრირებულ მოქმედებას“ ხედავს.
უგულავა, გარიგებასაც არ გამორიცხავს აღნიშნავს, რომ ამ ბრძოლაში, ბევრს ნერვებმაც შეიძლება უმტყუნოს და ბევრი გარიგებაშიც შეიძლება შევიდეს.
გიგი უგულავა: დადასტურდება თუ - არა, ეს მისი პირადი საქმეა. მან ან უნდა დაადასტუროს ეს, ან უნდა ჩამოვიდეს და რაც უნდა ის მოუყოლია, ეს მისი საქმეა. ეს მე ძალიან მაგონებს ოქრუაშვილის ბალადას. ახალი არაფერი არ ეწერა, რაც შვიდი თვის განმავლობაში გაზეთებში თუ ტელევიზიებში არ ყოფილა. ამიტომ, შინაარსზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია, იმდენად აბსურდული რამეა.
ჩემთვის, უფრო მნიშვნელოვანია ხუხაშვილის გუშინდელი გამოსარჩლება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც ორკესტრირებულ მოქმედებას აქვს ადგილი. ეს აიხსნება იმით, რომ ხელისუფლებას, 19 აპრილის აქციის ეშინია და 19 აპრილამდე დარჩენილ 5 დღეშიც ხუხაშვილის თავში მოხარშული კიდევ ბევრი ავადმყოფობა შეიძლება იხილოს საზოგადოებამ. ძალიან გავს ეს ოქრუაშვილის ეპოპეას.
ახალაიას თანამშრომლების 80% თუ მეტი არა, ისევ იმ ადგილებზე ზის და ახლა უკვე პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებულები. ასე რომ, ამ ბრძოლაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ბევრს ნერვებმაც შეიძლება უმტყუნოს, ბევრი გარიგებაშიც შეიძლება შევიდეს, თუმცა ძალიან დასანანია, თუ ასე იქნება. საბოლოო ჯამში ცხადია, რომ ეს ყველაფერი 19 აპრილს უკავშირდება".
0