როლანდ ახალაია, ისევ იქ არის... როლანდ ახალაია, ისევ იქ არის... />


  13:54:23     16-04-2013

როლანდ ახალაია, ისევ იქ არის...

a24224.jpg

 „ოცნება“ ჭორებს ჭორებზე ავრცელებს. 19 აპრილამდე შესაძლოა, თვით მიხეილ სააკაშვილი „ვიხილოთ“  „ოცნებაში“ გადასული.  მოკლედ, ბიძინას გუნდი ყურებზე დადგა და პიარის ყველა აკრძალულ ფორმას მიმართავს, რათა როგორმე 19 აპრილს, ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს როლანდ ახალაიამ დატოვა საპარლამენტო უმცირესობა, არ დადასტურდა. სოციალურ ქსელებში, პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია არასწორია.

როგორც გაირკვა,  როლანდ ახალაია პარლამენტში არ ყოფილა. შესაბამისად,  არც საპარლამენტო კომიტეტის სხდომას დასწრებია.  ინფორმაციას, როლანდ ახალაიას წასვლის შესახებ, არც საპარლამენტო უმცირესობის პრესსამსახური ადასტურებს.

 

0

ავტორი: