საქართველოში ახალაია, თოფურიძე და მეგის ქარდავა ბრუნდებიან? საქართველოში ახალაია, თოფურიძე და მეგის ქარდავა ბრუნდებიან? />


  12:32:00     16-04-2013

საქართველოში ახალაია, თოფურიძე და მეგის ქარდავა ბრუნდებიან?

a24221.jpg

რა იგეგმება 18 აპრილს,  19 აპრილის აქციის საწინააღმდეგოდ? კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას სკანდალური წერილის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები არ გამორიცხავენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციიდან,  ერთი დღით ადრე,  საქართველოში, კუდის ყოფილი შეფი დათა ახალაია, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ახალაიების მეგობარი მეგის ქარდავა, ინტერპოლით ძებნილ, კუდის მაღალჩინოსან სოსო თოფურიძესთან ერთად,  სამშობლოში დააბრუნონ. 

როგორც „პრესა.ჯი“-ს აცნობეს, მათ უსაფრთხოდ ჩამოყვანას, ხელისუფლება უზრუნველყოფს.  საქართველოში დაბრუნების სურვილი,  ახალაიას სახელით,  სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაშიცაა გამოთქმული. 

ვფიქრობ, დადგა დრო, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი! მე, ისევე როგორც ჩემი ძმა, არასოდეს გავქცევივარ პასუხისმგებლობას, არც მაშინ, როცა ორგანიზებულ კრიმინალს და კორუფციას ვებრძოდი, არც რუსეთ-საქართველოს ომის დროს და არც ახლა ვაპირებ ემიგრაციაში თავის შეფარებას. 

მყარად მაქვს გადაწყვეტილი, უახლოეს მომავალში ჩემს მეგობრებთან ერთად დავბრუნდე საქართველოში და ყველა კითხვას გავცე პასუხი”, - ნათქვამია დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ წერილში. 

 კუდი-ს ყოფილი უფროსის სკანდალური წერილი, ინტერნეტ სივრცეში გუშინ განთავსდა. ფაქტს, წერილის გამოქვეყნებიდან რამოდენიმე საათში ფაბრიკაცია უწოდა  ახალაიების ახლო მეგობარმა, თეა თუთბერიძემ, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ახალაიას სახელით მიმართვა,  სპეც–სამსახურებმა გაავრცელეს. 

თუთბერიძის თქმით, ინფორმაცია ახალაიას ოჯახის წევრებთან გადაამოწმა, რომლებმაც მსგავსი განცხადების არსებობა უარყვეს.

„რასაც სპეცსამსახურები ავრცელებენ, ყველაფერი ნამდვილი არ არის“,- წერს თეა თუთბერიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

0

ავტორი: