02:45:42     16-04-2013
საზარელი ტრაგედია: დაჭრილთა შორის მცირეწლოვანი ბავშვია (ვიდეო)
![a24219.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a24219.jpg)
ექიმები იმ ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან, რომლებიც
ბოსტონის ტრადიციული მარათონის დროს აფეთქებას გადაურჩნენ. ბოლო ოფიციალური მონაცემებით
დაღუპულია 2 ადამიანი, თუმცა არაოფიციალურად ეს ციფრი 12-ს აღწევს. 100 ადამიანი კი
დაშავებულია. მათ შორისაა 3 წლის ბავშვი.
ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა მარათონის მონაწილეებმა ფინიშის ხაზი გადაკვეთეს. რამდენიმე
წამიანი სხვაობით ორი აფეთქება მოხდა. კიდევ ერთი აფეთქება კი ერთი საათის შემდეგ ჯონ კენედის სახელობის ბიბლიოთეკაში მოხდა.
პოლიციამ ეს ფაქტი უკვე დაადასტურა, თუმცა იქ დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ
ინფორმაცია არ ვრცელდება.
მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა. მასაჩუსეტსის გუბერნატორმა პრესკონფერენციაზე
მას „საზარელი თავდასხმა“ უწოდა. სააგენტოები იუწყებიან, რომ სამართალდამცველებმა მარათონის
რაიონში კიდევ ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
ტერიტორიაზე, სადაც ტრაგედია მოხდა მაშინვე ჩაახშეს მობილური კავშირი, რათა ბომბების
დისტანციურად მწყობრში მოყვანა შეუძლებელი გამხდარიყო, მოსახლეობას კი მოუწოდეს სახლებში
დარჩენილიყვნენ.
ადგილობრივი პრესა იუწყება, რომ პოლიციას ეჭვმიტანილები უკვე ჰყავს.
პრეზიდენტი ობამა ნაციისადმი მიმართვით გამოვიდა. მან უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების მიღებაზე ისაუბრა და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო.
ბოსტონის მარათონი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟულია მარათონია, 1897 წლიდან ტრადიციულად ტარდება. მასში დაახლოებით 20 ათასი ადამიანი იღებს-ხოლმე მონაწილეობას. წელს მარათონზე დარეგისტრირებული იყო 26 839 მონაწილე 74 ქვეყნიდან.
0