„თქვენ ის თვითმმართველობები არა ხართ, ნაციონალების ხარჯზე რომ „გულაობდით“? „თქვენ ის თვითმმართველობები არა ხართ, ნაციონალების ხარჯზე რომ „გულაობდით“? />


  15:39:44     15-04-2013

„თქვენ ის თვითმმართველობები არა ხართ, ნაციონალების ხარჯზე რომ „გულაობდით“?

a24209.jpg

ამინდთან ერთად,   საქართველოში პოლიტიკური დუღილის მაჩვენებელმაც იმატა. ოპოზიცია აქციას აანონსებს, ხელისუფლება კი, მოსახლეობის უკმაყოფილების ჩახშობას, სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს. ორად გაიყო სტუდენტობაც.

ნაწილი, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებასაც არ ერიდება. როგორც დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენელმა,  ნიკა მემანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 20-მდე ახალგაზრდა, სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაცია, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ, 19 აპრილის აქციაში, მონაწილეობას არ მიიღებს. 

„ჩვენ ვგმობთ 19 აპრილის აქციას და მიგვაჩნია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, არ აქვთ მორალური ლეგამიტაცია ხალხის უფლებებზე ისაუბრონ",  - აცხადებს სტუდენტი.

მემანიშვილის ამ განცხადებას „პრესა.ჯი“-ს მეშვეობით პასუხობს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი,  სტუდენტი გიგა გვასალია.

„მეგობრებო ამ თამაშს სჯობს გამოხვიდეთ და იმ სტუდენტებს დაგვიდგეთ გვერდით, რომელთაც ნამდვილად გვსურს, ჩვენი ქვეყნის განვითარება და დასავლური ფასეულობების დანერგვა ჩვენს ქვეყანაში.  წინასწარ დაწერილი და „ნამეცადინები“ ტექსტებით საუბარს აჯობებს, გამოხვიდეთ და გააპროტესტოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, დაგმოთ ის აგრესიული პოლიტიკა რომელსაც რუსეთი ახორციელებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.

დაგვიდექით გვერდით.  ერთად დავანახოთ ჩვენს მტერს, რუსეთს, რომ ჩვენ ერთნი ვართ და მათი ყოველი მცდელობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დეგრადირებისა და გაუქმებისთვის უშედეგო აღმოჩდება. ამასთანავე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს,  დავანახოთ ჩვენი მზაობა მათთან ინტეგრაციისკენ და ერთიან ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ.  

ასე, რომ მეგობრებო ნიშნისმოგებით საუბრებს და ვიღაცებისთვის მაამებელი განცხადებების კეთებას, თავი დავანებოთ.  ერთად შევქმნათ ის საქართველო, რომლისთვისაც სისხლი დაღვარეს ქართველებმა, დიდგორის ველზე, 9 აპრილს, 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვა ისტორიული მოვლენები დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ქართველთა გმირობისა და თავდადების ყველაზე გამორჩეული მაგალითებია.

და ბოლოს, მივმართავ ყველა იმ ახალგაზრდას, რომელსაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია მოვიდეს თუ არა  19  აპრილის აქციაზე.

დაივიწყეთ თქვენი პოლიტიკური შეხედულებები და მოდით  19 აპრილს, რუსთაველის გამზირზე და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა ერთიან ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახში გაწევრიანებისათვის.

ეს საკითხი, არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის. ეს თემა ეხება ყველას,  ვისაც უყვარს საქართველო და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარება და წინსვლა“, - აცხადებს გვასალია.

როგორც „პრესა.ჯი“-ს,  სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა უთხრა,  მედროვეობა საკმაოდ პოპულარული გახდა სტუდენტებში და განსაკუთრებით სტუდენტურ თვითმმართველობებში. ხალხი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხოტბას ასხამდა  პარტიას  და მონაწილეობდა მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, დღეს გამოდიან და უტიფრად იძახიან, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ნაციონალურ მოძრაობასთან და არ ჩაერთვებიან არცერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

„ეს ახალგაზრდები თითქოსდა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე საუბრობენ. მეგობრებო, სად იყო თქვენი ნეიტრალური პოზიცია მაშინ, როდესაც  ,,გულაობდით" ნაციონალური მოძრაობის ხარჯზე? რატომ მაშინ არ გამოდიოდით და არ აფიქსირებდით თქვენს ნეიტრალიტეტს.

თქვენ ის თვითმმართველობები არ ხართ, რომელსაც გადანაშაულებდნენ ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში? რატომ მაშინ არ გამოდიოდით და არ პასუხობდით საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს.  თუ მაშინ ეგრე  ,,გაწყობდათ" და იმიტომ დუმდით“,- დასძინა მან.  

0

ავტორი: