01:42:37     11-04-2013
საქართველო რუსეთთან ერთობლივ სამხედრო წრთვნას ატარებს
შავი
ზღვის სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების ოპერატიული ურთიერთქმედების ხომალდები, რომელთა
შორისაა უკრაინის „ჩერკასი“, რუსეთის სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“, ბულგარეთის „რეშიტელნი“
და საქართველოს სანაპირო დაცვის საპატრულო კატერი „სოხუმი“სამხედრო-საზღვაო წრთვნის
BLACKSEAFOR-ის ფარგლებში ამოცანების
შესასრულებლად ბულგარეთის პორტ ვარნადან შავი ზღვის
აკვატორიაში შევიდნენ.
როგორც რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის საინფორმაციო უზრუნველყოფის
განყოფილების ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ტრუხაჩოვმა განაცხადა, ეკიპაჟებმა ჩაატარეს წრთვნა
სავაჭრო გემების კონტროლში, ვიზუალურ კავშირში, ასევე დაამუშავეს ერთობლივი
მოქმედების გეგმა სიგნალის „ბორტს მიღმა ადამიანია“ პირობებში.
რუსული მედიის ცნობით, წრთვნის საზღვაო ფაზა 3 დღე-ღამის განმავლობაში
გაგრძელდება, რის შემდეგაც მისი მონაწილეები კოსნტანცას პორტში შევლენ, რაც 12
აპრილისთვისაა დაგეგმილი.
ზღვაში გასვლამდე კი ძალების მართვის მიზნით, ყველა სამხედრო ხომალდზე დამონტაჟდა
კავშირის ერთიანი სისტემა FORESK, ასევე ჩატარდა ყველა აუცილებელი ვარჯიში და ინსტრუქტაჟი.
საერთაშორისო ესკადრის შტაბი, რომელშიც შედიან შავი ზღვისპირა სახელმწიფოების
სამხედრო-საზღვაო ძალები, თურქულ კორვეტ „ჰეიბელიადზეა“ განთავსებული.