00:05:39     11-04-2013
ფინეთმა ვლადიმერ პუტინი ძებნილთა საიდუმლო სიაში შეიყვანა
![a24161.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a24161.jpg)
ფინეთის პოლიციამ ძებნილთა სიაში ვლადიმერ პუტინი
ბაიკერთა კლუბ „ღამის მგლებთან“ კონტაქტების გამო შეიყვანა.
ამ სიის წყალობით, რუსეთის პრეზიდენტს თავისუფლად დააკავებდნენ ფინეთის საზღავარზე,
რომ არა ვითარებაში დროული გარკვევა და სიიდან პუტინის ამოღება.
ფინეთის პოლიციამ უკვე მოიხადა ბოდიში იმის გამო, რომ პუტინი ძებნილთა საიდუმლო
სიაში დამნაშავეთა და ბოროტმოქმედთა გვერდით აღმოჩნდა.
მომხდარს შეცდომა უწოდა პოლიციის ნაციონალური სამმართველოს პრეს-მდივანმა რობინ
ლარდოტმა, შს მინისტრმა კი „გულწრფელი ბოდიში“ მოიხადა.