რუსეთი ივანიშვილის განცხადებებმა აღაფრთოვანა: საქართველომ თავისი ბრალი აღიარა... რუსეთი ივანიშვილის განცხადებებმა აღაფრთოვანა: საქართველომ თავისი ბრალი აღიარა... />


  19:37:20     10-04-2013

რუსეთი ივანიშვილის განცხადებებმა აღაფრთოვანა: საქართველომ თავისი ბრალი აღიარა...

a24159.jpg

პრემიერ ივანიშვილის დღევანდელმა განცხადებამ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთს საკუთარი პოზიციის „სისწორე“ კიდევ ერთხელ დაანახა.

რუსული მედია ივანიშვილს აღფრთოვანებით ციტირებს: „2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტისას საქართველოს ხელისუფლება არაადექვატურად მოქმედებდა“.

ამ განცხადებამ მოსკოვს საფუძველი მისცა იმისათვის, რომ განაცხადოს - „საქართველომ 2008 წელს რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში თავისი არაადექვატურობა აღიარა.“ ასეთი სათაურები დღეს რუსულ გამოცემებში ყველაზე თვალშისაცემი იყო. მათ ქართველი პრემიერის განცხადება საკმაოდ ოპერატიულად გაავრცელეს, ზოგიერთმა კი მას „სენსაციური განცხადებაც“ უწოდა და დაწერა: „საქართველომ აღიარა, რომ 2008 წლის ომის ინიციატორი იყო“ ან, „საქართველომ 2008 წლის ომის დაწყებაში თავისი ბრალი აღიარა“.

 აღფრთოვანება რუსულ მედიაში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკითხვის თემამაც გამოიწვია. ზოგადად, ივანიშვილის მთავრობის მიერ აგვისტოს ომის მოვლენების ხელახალი გამოძიების საკითხს მოსკოვში რაიმე გაღიზიანება ან ნეგატიური რეაქცია არ მოჰყოლია. თუ დღევანდელი რუსული გამოხმაურებით ვიმსჯელებთ, მშვიდად ყოფნის ერთგვარი გარანტიები ჩრდილოელ მეზობელს საქართველოს პრემიერის დღევანდელმა განცხადებებმა კიდევ უფრო განუმტკიცა.

0

ავტორი: