12:52:06     10-04-2013
ივანიშვილი: რუსეთს, დიდი ნოსტალგია აქვს საქართველოში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, არც ერთ ტრიბუნას არ აცდენს, რომ რუსეთის ხელისუფლებას გული მოფხანოს. დღეს, ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, „რუსეთის ნოსტალგიაზე“ ისაუბრა.
„უნდა მოვახერხოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ვთვლი, რომ რუსეთს დიდი ნოსტალგია აქვს საქართველოში, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა კითხვის კომენტირებისას, რომელიც რუსულ ბაზარზე ალკოჰოლური თუ მინერალური სასმელების გატანას გულისხმობდა.
მისი თქმით, უკვე სამოცამდე დასახელების ალკოჰოლური თუ მინერალური სასმელი, შესაძლებელია შევიდეს რუსეთის ტერიტორიაზე. ,,მე არ ვიცი, რამდენ კომპანიას ფლობს რუსეთი საქართველოში. ვთვლი, რომ საქართველო საკმაოდ საინტერესო იქნება რუსი ბიზნესმენებისთვის.
მე ვთვლი, რომ ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ჩვენ უნდა მოვახერხოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ერთ-ერთი პრობლემა რაც გაგავაჩნია, არის პროექტების ნაკლებობა. მე ძიებაში ვარ და ვთვლი, რომ აუცილებელია საინვესტიციო არეალის გაფართოვება. პროექტების სიმცირე, ახლა ყველაზე დიდი პრობლემაა, არჩევანიც არ არის დიდი, თუ რომელ სფეროში ჩავდოთ ინვესტიცია. ბაზრის თავისუფლება კი, ამისთვის არის აუცილებელი, რომ ბიზნესს გასაქანი ჰქონდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.
0