"რკინის ლედი", რომელმაც შექმნა ეპოქა "რკინის ლედი", რომელმაც შექმნა ეპოქა /> "/> " />


  23:41:41     08-04-2013

"რკინის ლედი", რომელმაც შექმნა ეპოქა

a24132.jpg

დიდი ბრიტანეთის  ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ ტეტჩერი, 87 წლის ასაკში, გარდაიცვალა.  ავადმყოფობის გამო, „რკინის ლედი“  ბოლო წლები,  შინიდან არ გადიოდა.   ყოფილი პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელის, ტიმოტი ბელის ინფორმაციით, ბარონესა ტეტჩერი გულის შეტევით გარდაიცვალა. 

მარგარეტ ტეტჩერი,  ბრიტანეთის მთავრობას 1979 წლიდან 1990 წლამდე ხელმძღვანელობდა.  იგი გახლდათ, პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი ევროპაში.  მისი მმართველობის დროს, ბრიტანეთში გატარდა რიგი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები. სწორედ ამიტომ, მას „რკინის ლედი“ უწოდეს.

მარგარეტ ტეტჩერის ჯანმრთელობის მდგომარეობა,  2002 წლიდან დამძიმდა. ათი წლის წინ, მან რამდენჯერმე გადაიტანა ინსულტი. ექს-პრემიერის ქალიშვილმა კეროლ ტეტჩერმა 2008 წელს გამოსცა წიგნი, რომელშიც აღწერდა, როგორ ებრძოდა ბარონესა ტეტჩერი სიბერეს.

სწორედ ჯანმრთელობის გამო, იგი არ მონაწილეობდა ელისაბედ მეორის მიერ გამართულ სპეციალურ  სადილზე, რომელიც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრების პატივსაცემად გაიმართა. სხვათაშორის, ორი წლის წინ, პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა  წვეულება გამართა, 85 წლის ტეტჩერის იუბილის აღსანიშნავად.  მარგარეტ ტეტჩერი ვერც იქ მივიდა. თავის 87-ე დაბადების დღეს კი ლონდონის ერთერთ რესტორანში, მეუღლესთან,  ქალიშვილთან და ვაჟთან ერთად შეხვდა. 

0

ავტორი: