პრეზიდენტი: რაბათის ციხის გუმბათის რეკონტრუქცია თურქეთს კატეგორიულად არასოდეს მოუთხოვია  (ვიდეო) პრეზიდენტი: რაბათის ციხის გუმბათის რეკონტრუქცია თურქეთს კატეგორიულად არასოდეს მოუთხოვია (ვიდეო) />


  12:39:16     07-04-2013

პრეზიდენტი: რაბათის ციხის გუმბათის რეკონტრუქცია თურქეთს კატეგორიულად არასოდეს მოუთხოვია (ვიდეო)

a24117.jpg

რეჯებ ტაიპ ერდოღანმა შემახსენა, რომ მის ძარღვებშიც ქართული სისხლი ჩქეფს, -  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბურსას რაიონის ქალაქ ინეგულში, ქართული წარმოშობის თურქ მოქალაქეებთან შეხვედრისას. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ეს ადგილი არა მარტო გავს საქართველოს, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლიკისა და ენერგეტიკის მატარებელია საქართველოსთვის. 

„ძალიან ბევრი საუკუნის განმავლობაში, ძალიან ბევრი თაობა, მთლიანად საქართველო გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა. ძალიან ბევრი ცდილობდა საქართველოს განადგურებას და თუ გინდათ პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორ გადარჩა ქართველობა, როგორ გადარჩა ჩვენი გენი, ჩვენი ჯილაგი, ჩვენი კულტურა, ჩვენი ენა, ყველაზე ადვილად მას მიიღებთ აქ, ინეგულში, თურქეთის შუაგულში, რისთვისაც დიდი მადლობა თქვენ! “ - განაცხადა პრეზიდენტმა. მანამდე კი, მისივე თქმით, ჰქონდა ვრცელი და ძალიან თბილი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ერდოღანთან, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მის ძარღვებშიც ჩქეფს ქართული სისხლი.

ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან, პრეზიდენტმა იმ თემებზე ისაუბრა, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელეს. კერძოდ, ნატოში ინტეგრაციაზე, თურქეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და რაბათის ციხის ხელახალი რეკონსტრუქციის თემაზე.  პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ციხის გუმბათის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით თურქეთის მხრიდან არანაირი კატეგორიული მოთხოვნა არასდროს არ ყოფილა და ერდოღანი დაეთანხმა, რომ ციხის გუმბათი უნდა დარჩეს ოქროსფერი. შგახსენებთ, ახალი ხელისუფლების გეგმით, რეკონსტრუქციის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ოქროსფერის ტყვიისფერით ჩანაცვლებაა.

„მოდით, უკვე აშენებულს თავი დავანებოთ, მით უმეტეს, ასეთ ლამაზს და ნიშნის მოგებით ან ჯინზე კი არ გავაკეთოთ რამე - არ მინდა ვინმე კონრეტულად დავადანაშაულო, ბრალი დავდო ან ეჭვი შევიტანო - უბრალოდ, ახალი შევქმნათ. თუ გვაქვს რესურსი ვაშენოთ - ბავშვთა სახლებია გადასახური, ლტოვილთა სახლების სახურავებიდან ჩამოდის წყალი, ვერც ეს დავამთავრეთ და დაასრულონ. რაბათის გუმბათებს თავი დაანებონ. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კი გვჭირდება თავმოყვარე საგარეო პოლიტიკის გატარება. პრინციპული საუბარი ყველას მშვენივრად ესმის და ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

0

ავტორი: