რეკრუტები ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე საუბრობენ რეკრუტები ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე საუბრობენ />


  22:39:33     05-04-2013

რეკრუტები ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე საუბრობენ

a24107.jpg

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ადასტურებს, რომ პალდოს საველე ბანაკი 70-მდე რეკრუტმა  მართლაც დატოვა, თუმცა მისი ვერსია განსხვავდება იმ ვერსიისგან, რომელიც ცოტა ხნის წინა თავდაცვის სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

სესიაშვილის თქმით, რეკრუტებმა თავად მიიღეს ბაზის დატოვების გადაწყვეტილება იმის გამო, რომ  მათ ვერ გაუძლეს საველე პირობებში არსებულ ცხოვრების წესს. თავდაცვის სამინისტროც იმავე მიზეზს ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ რეკრუტები, რომლებმაც უარი თქვეს წესდებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე, თავად ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა. ამასთან, სამინისტრო აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ არიან სამხედრო მოსამსახურეები.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კახეთში, პალდოს საველე ბანაკი 70-მდე რეკრუტმა დატოვა. ისინი დისლოკაციის ადგილიდან გამთენიისას წამოვიდნენ. მათ რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარეს და სახლებში დაბრუნდნენ. რეკრუტების განცხადებით, ბანაკში მათ ჯარისკაცისთვის შეუფერებელ და ღირსების შემლახველ დავალებებს აძლევდნენ - წერს „ინტერპრესნიუსი“. საუბარია საპირფარეშოების დასუფთავებაზე. რეკრუტებს მიაჩნიათ, რომ ისინი საბრძოლო ხელოვნებას უნდა სწავლობდნენ და არა ტუალეტების ხეხვას.

კიდევ ერთი ვერსიით, რომელიც დილიდან გავრცელდა, რეკრუტების მიერ ბაზის დატოვებას სრულიად სხვა მიზეზი აქვს და ის ბაზაზე ე.წ. დედოვშჩინის ფაქტების არსებობას უკავშირდება.

0

ავტორი: