15:00:37     05-04-2013
ჩიორა თაქთაქიშვილი: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი პროკურატურის მძევალი ხდება

დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით ნაფიც მსჯულთა შესახებ კანონპროექტზე უნდა იმსჯელოს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ამასთან დაკავშირებით თავის ფეისბუქზე წერს, რომ მმართველი ძალა ამ პროექტით ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს პროკურატურის მძევლობაში აქცევს, რასაც ის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას უწოდებს.
„დღეს მეორე მოსმენით იღებენ ნაფიც მსაჯულებზე უპრეცედენტო კანონს: ბრალდებულს ერთმევა უფლება, მოითხოვოს მისი საქმის განხილვა მოსამართლის მიერ, ნაფიცი მსაჯულების გარეშე. ანუ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ხდება პროკურორის მძევალი!!
აი, ცვლილებაც: "თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები თანხმდებიან, რომ საქმე განხილული უნდა იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.
ცალსახაა, რომ ამათ კიდიათ ამერიკის უმაღლესი სასამართლოს, ბრიტანეთის და ანგლო-საქსური მოდელის ევროპული სამართლებრივი დოქტრინა. დევიზი აქვთ: დავეწიოთ და გავუსწროთ სტალინს! გავუსწორდეთ 1922-1937 წლების სახალხო ტროიკების სტანდარტს!“ - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.
0