სააკაშვილმა  ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს შესაძლოა, ვეტო დაადოს სააკაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს შესაძლოა, ვეტო დაადოს />


  13:57:17     05-04-2013

სააკაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს შესაძლოა, ვეტო დაადოს

a24100.png

“თუ უმრავლესობა "ოკუპაციის შესახებ კანონში" ცვლილებების პროექტს კენჭისყრაზე გაიტანს, პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები საუბრობენ. 

როგორც „პრესა.ჯი“-ს  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  გოკა გაბაშვილმა განუცხადა, ოპოზიცია ყველანაირად ეცდება,  რომ ამ კანონპროექტის მიღებას  ხელი შეუშალოს. 

გოკა გაბაშვილი: "ჩვენი პირველი მცდელობა იქნება მათი დარწმუნება, რომ ეს დაუშვებელია. ვიმედოვნებ,  რომ არიან უმრავლესობის გარკვეული წევრები, რომლებიც ამ მართლაც ძალიან მძიმე შეცდომას ხელს არ მოაწერენ. მეორე მცდელობა, რა თქმა უნდა, ამისი იქნება, თუ ეს გავიდა სხვა მოსმენებზე, ასევე, მცდელობა იმისა, რომ არ გავიდეს. თუ ჩვენ უძლურები აღვმოჩნდით და პოლიტიკური ნება რუსეთის წინაშე დაჩოქებისა უმრავლესობაში, რა თქმა უნდა, ამ კანონს დაედება ვეტო და შემდეგ მათ მოუწევთ ერთიანად, კონსოლიდირებულად ვეტო გადალახონ და ყველას ერთად მოუწევს ხელის მოწერა იმაზე, რის გაკეთებასაც დაუშვებენ." 

შეგახსებებთ, რომ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით ცვლილებები "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში და მასთან ერთად, "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა" და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის. ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს გვერდის ავლით შევა, პირველ ჯერზე 400 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, პირის მიერ პირველ ჯერზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისას, მისი პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი პასუხისგების ნაცვლად, ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება.

0

ავტორი: