ხინკალი ხინკალი />


  12:25:14     13-01-2011

ხინკალი

a3073.jpg

ცხვრის ან საქონლის ხორცი - 300გრ
ღორის ხორცი - 200გრ
წითელი ხახვი - 3 საშუალო თავი
პურის ფქვილი - 500გრ

პილპილი, მარილი - გემოვნებით.

დაჭერით ხორცი და ხახვთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ შავი პილპილი, მარილი და ცივი წყალი (1,5 ჭიქა დაახლოებით).

პურის ფქვილი მოაგროვეთ გორაკად, შუა ადგილზე ჩააღრმავეთ, დაუმატეთ მარილი, ჩაასხით ცივი წყალი და მოზილეთ მაგარი, ძარღვანი ცომი. (ნახევარი საათის განმავლობაში ცომი სულ უნდა ზილოთ). დაასვენეთ ცომი 1საათი.

ცომი გააბრტყელეთ თხელ ფენად (მიახლოებით 1 სმ სისქის) , გამოჭერით ჭიქით და გააბრტყელეთ სადესერტო თეფშისოდენა მრგვალ ნაჭრებად.

თითოეულ ნაჭერზე დაადეთ ერთი სუფრის კოვზი ფარში, შემოუკეცეთ ნაპირები, მოგრიხეთ და დატკეპნეთ. შემდეგ მოათავსეთ ზომიერ მარილიან მდუღარე წყალში და ხარშეთ. დროდადრო ფრთხილად ურიეთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას. როდესაც ხინკალი ამოტივტივდება, ამოიღეთ, მოაყარეთ პილპილი და გემრიელად მიირთვით.

0

ავტორი: