ლეონტიევი: რუსეთი დელიკატურად ექცევა ივანიშვილს, როცა თავისი მხარდაჭერით მის კომპრომეტირებას არ ახდენს ლეონტიევი: რუსეთი დელიკატურად ექცევა ივანიშვილს, როცა თავისი მხარდაჭერით მის კომპრომეტირებას არ ახდენს />


  00:51:57     04-04-2013

ლეონტიევი: რუსეთი დელიკატურად ექცევა ივანიშვილს, როცა თავისი მხარდაჭერით მის კომპრომეტირებას არ ახდენს

a24086.jpg

რუსი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი მიხეილ ლეონტიევი აცხადებს, რომ რუსეთი ძალიან კარგად იქცევა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, როცა მისი მხარდაჭერის დემონსტრირებას და შესაბამისად, ამით, ქართველი პრემიერის კომპრომეტირებას არ ახდენს.

„ჯერჯერობით, რუსეთი ივანიშვილთან მიმართებაში ძალზედ დელიკატურად იქცევა. არსად მოუხდენია მისი კომპრომეტირება თავისი მხარდაჭერის რაიმე ფორმით. ეს იმდენად ნათლად რეგულირებადი ურთიერთობებია, რომ იმედს იძლევა“ - განაცხადა ლეონტიევმა „არგუმენტი ი ფაქტი“-სთან საუბარში.

პოლიტოლოგის მტკიცებით, „უკვე ყვლამ გაიგო, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში არსებობს, სხვა შემთხვევაში კი საერთოდ არ არსებობს.“ მისივე თქმით, აქვს შეგრძნება, რომ ეს ბიძინა ივანიშვილსაც კარგად ესმის:

„ვგრძნობ, რომ ივანიშვილიც აცნობიერებს ამას, თუმცა ამის თქმის უფლება და საშუალება არ აქვს“ - განაცხადა ლეონტიევმა.

0

ავტორი: