„ნეზავისიმაია გაზეტა“: ჟენევის ფორმატი რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებას საფრთხეს უქმნის „ნეზავისიმაია გაზეტა“: ჟენევის ფორმატი რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებას საფრთხეს უქმნის />


  23:42:01     03-04-2013

„ნეზავისიმაია გაზეტა“: ჟენევის ფორმატი რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებას საფრთხეს უქმნის

a24085.jpg

მოსკოვში გამოითქმის მოსაზრება, რომ ჟენევის ფორმატი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს უშლის, რადგან საქართველო არ თანხმდება თავდაუსხმელობის პაქტის სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებას და ამ დოკუმენტზე მხოლოდ მოსკოვთან ხელმოსაწერად  არის მზად. 

ეს კი, როგორც „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, მოსკოვს არ აწყობს, რადგან „დიდია ალბათობა იმისა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერას მოჰყვება კითხვა: რას აკეთებს რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე - აფხაზეთსა და ოსეთში, და არ დადგა მისი გაყვანის დრო, თუკი ხელმოწერილია სამშვიდობო ხელშეკრულება? ბაზების გაყვანას რუსეთი არ დაიწყებს, მაგრამ საერთაშორისო არენაზე თავისი სიმართლის მტკიცება დიდად სასიამოვნო არ არის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში მოსკოვს არავითარი მხარდაჭერა არ აქვს“ - წერს გაზეთი. 

ამიტომ, სტატიის ავტორის აზრით, ფიქრი იმაზე, რომ ჟენევის კონსულტაციებისას მხარეთა შეუთანხმებლობლობა საფრთხეს უქადის რუსულ- ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს, უკვე დროულია.

„უშედეგობიდან გამომდინარე, ის შეიძლება ნეგატიურადაც კი აისახოს რუსულ-ქართულ პირდაპირ დიალოგზე და დამატებითი სირთულეები გამოიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. ამიტომ ჟენევის ფორმატის შეჩერება თუ არა, მისი გადახედვა მაინც, გონივრული იქნებოდა“ - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“. 

ჟენევის მოლაპარკებების ფორმატის შეცვლას მარიონეტული რეჟიმები და რუსეთი დიდი ხანია ცდილობენ, თუმცა წინა ხელისუფლების პერიოდში ეს ერთგვარი ხელშეუხებელი თემა იყო. 

ახალი ხელისუფლების პირობებში აღნიშნული საკითხი კვლავ დადგა. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ცოტა ხნის წინ პარლამენტის პარლამენტში  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აცხადებდა, რომ არ გამორიცხავს ჟენევის ფორმატის შეცვლას, თუმცაღა მისივე თქმით, ამისათვის საქართველოს ხელისუფლება  ფორმატის შეცვლის აუცილებლობას უნდა ხედავდეს. 

ზაქარეიშვილის განცხადებით, ფორმატის შეცვლას პირველ რიგში აფხაზი და ოსი მონაწილეები ითხოვენ, რათა რამენაირად სტატუსი შეიძინონ და ეს მხოლოდ აფხაზი და ოსი მონაწილეების მხრიდან სტატუსის ამაღლების სურვილია.

 

0

ავტორი: