23:05:46     02-04-2013
ბესელიამ და კურტანიძემ პოლიციელებს დაკავებულ ეჭვმიტანილთა გაშვება აიძულეს
![a24076.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a24076.jpg)
ირაკლი ღარიბაშვილი “მილიციონერთა” ეპოქას აბრუნებს.. იმის გამო, რომ შსს-ს თითქმის ყველა დანაყოფში სისტემური კრიზისია და თანამდებობებზე არა გამოცდილების, არამედ პარტიული ნიშნით ინიშნებიან, შს მინისტრის მიმართ პოლიციელთა უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება.
1. პატრული შს მინისტრის მოადგილე იზორიამ ნათესავ-მეგობრებ-მეზობლებით დააკომპექტა. იზორია განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში აქტიურობს, სადაც საპატრულო პოლიციის პირველ პირებად, სწორედ მისი უშუალო მითითებითა და კლანური ნიშნით ინიშნებიან.
2. სამართალდამცველთა უკმაყოფილება მატულობს კრიმინალურ პოლიციაშიც. მაგალითად, შს სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოსა და კახეთის სამხარეო პოლიციაში, ღარიბაშვილის გამინისტრების შემდეგ, მინიტრის სიმამრის ნათესავ-მეგობრები და მოადგილე ტაბატაძის “მილიოციონერები” დასაქმდნენ.
უკან, წარსულისკენ
“პრესა.ჯი”-თვის ცნობილი გახდა რამდენიმე ფაქტი, რომელიც შევარდნაძის კრიმინალური და კორუმპირებული ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი.
დაახლოებით სამი თვის წინ, პოლიციის თანამშრომლებმა, დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს და პოლიციაშიც მიიყვანეს, თუმცა, “ახლობელთან განხორციელებული ზარის შემდეგ”, ისინი ბოდიშის მოხდით გაათავისუფლეს.
რამდენიმე კვირის წინ, ქურდობაში ეჭვმიტანილი დაკავებიდან მალევე გაუშვეს კახეთშიც, რადგან მას “მეოცნებე” პატრონი აღმოაჩნდა.
პოლიციამ, ეჭვმიტანილს “სიტყვიერი დარიგება აკმარა” და “მეგობრულად ურჩია” რომ სხვა დროს აღარ ექურდა...
მეგობრის შვილის გამო შეწუხებულა ბატონი მურმან დუმბაძეც. მას, თავისი ახლობლის შვილი, აჭარის პოლიციიდან ყოველგვარი პროცედურების გარეშე გამოუხსნია.
პოლიციის მიერ ერთ-ერთი დაკავებული პირი სასჯელს გადაარჩინა ქალბატონმა თინა ხიდაშელმაც.
თუმცა, ხიდაშელ-დუმბაძის აქტიურობა არაფერია ეკა ბესელიას “გატაცებასთან” შედარებით... ეჭვმიტანილთა თუ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთა არაოფიციალურად გათავისუფლება, ქალბატონ ბესელიას ჰობად იქცა. ადგილობრივთა თქმით, მან, ფოთში პოლიციის უფროსს სამი ეჭვმიტანილი გააშვებინა, მათგან ერთ-ერთს მძიმე დანაშაულს ედავებოდნენ.
შს მინისტრის მაღალჩინოსანს ეჭვმიტანილის დანაშაულზე “თვალების დახუჭვა” ურჩია პოლიციის პრორექტორმა, ხულიგნობაში არაერთგზის შემჩნეულმა, ლუკა კურტანიძემაც. ეჭვმიტანილი სასჯელს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა რომ ის კურტანიძის ნათესავი იყო.
აღსანიშნავია, რომ შს სამინისტრო ყველა ჩამოთვლილ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ პოლიცია დღეს ბევრად თავისუფალი, აპოლიტიკური და სამართლიანია.
მეტიც, მინისტრი, მაშინ, როდესაც საზოგადოება გახშირებული მკვლელობების, ყაჩაღობის, ქურდობისა და სისხლიანი გარჩევების გამო შეწუხებულია, ამაყად აცხადებს, რომ ქვეყანაში დანაშაული შემცირდა.
ნეპოტიზმისა და შერჩევითი სამართალის არსებობას უარყოფენ მეოცნებე დეპუტატებიც.
0