სამეგრელოში ყაჩაღობა გახშირდა სამეგრელოში ყაჩაღობა გახშირდა />


  11:53:51     02-04-2013

სამეგრელოში ყაჩაღობა გახშირდა

a24059.jpg

დედაქალაქის მსგავსად,  კრიმინალური დაჯგუფებების თარეში გრძელდება ზუგდიდშიც.  როგორც „პრესა.ჯი“-სთვის ცნობილი გახდა, გვიან ღამით, ზუგდიდის რაიონ სოფელ ცაიში, ორმა შეირაღებულმა მამაკაცმა,  ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა. 

ბენზინგასამართი სადგურის მორიგე ოპერატორი მერაბ მირცხულავა აცხადებს, რომ იარაღის მუქარით, დამნაშავეებმა  თანხა,  საკასო აპარატი და მობილური ტელეფონი წაიღეს. 

„წუხელ,  დაახლოებით ღამის 12 საათზე,  ბენზინგასამართ სადგურს მოადგა მანქანა, გადმოვიდა ორი პიროვნება. მე მეგონა მათ ბენზინი უნდოდათ. უეცრად,  ერთ-ერთმა პისტოლეტი მომაბჯინა და ფულის გამოტანა მიბრძანა.  წამართვეს მობილური ტელეფონი და სალარო აპარატი. განახორციელეს რამდენიმე გასროლა ჰაერში და წავიდნენ გაურკვეველი მიმართულებით“,- აცხადებს მირცხულავა. 

„პრესა.ჯი“- ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა. დამნაშავე  გურამ პაჭკორიაა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოლიციისთვის მეორე თავდამსხმელის ვინაობაც ცნობილია. ამ დროისთვის, მის დასაკავებლად,  ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

0

ავტორი: