11:41:13     01-04-2013
კალაძის მოადგილედ თურქი ბიზნესმენი არ ინიშნება

თურქი ბიზნესმენი, რომელიც 2008 წლის ომის დროს, აჭარის ოკუპაციას ითხოვდა, კალაძის მოადგილედ დაინიშნება, - სტატიას ამის შესახებ გაზეთი "რეზონანსი" აქვეყნებს. პირველად, ინფორმაცია ამის შესახებ, თურქულ მედიაში გამოჩნდა. „მოლიეთის“ ინფორმაციით, კალაძის სავარაუდო მოადგილე, თურქი ბიზნესმენი და ინჟინერი, ჰესების მშენებელი ორჰან ბოსკანია, რომელიც კახა კალაძესთან მეგობრობს.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკაში მიღებულია, სხვა ქვეყნის წევრი მინისტრი ან მოადგილე. მაგალითად მოჰყავს სალომე ზურაბიშვილი, როგორც საფრანგეთის და გრიგოლ ვაშაძე, როგორც რუსეთის მოქალაქეები.
„მისი დანიშვნა, რამდენიმე დღის წინ, საქართველოში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმედ დავითოღლუს ვიზიტისას გადაწყდა"– აღნიშნულია სტატიაში. სტატიის ავტორის ინფორმაციით, ორჰან ბოსკანი თავისი პანთურქული მისწრაფებებითაა ცნობილი და 2008 წლის ომის დროს , აქტიურად ითხოვდა თურქეთის ჩართვას საქართველო-რუსეთის ომში და აჭარაში თურქული ჯარის ნაწილების შესვლას.
ბოსკანს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მას, 2008 წლის ომამდე, საქართველოს პრეზიდენტმა თავად გადასცა საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
ცოტა ხნის წინ, კახი კალაძემ კატეგორიულად უარყო აღნიშნული ინფორმაცია. "ქართველები არ გვყავს? თურქი რატომ უნდა დაინიშნოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ? _ დასძინა კალაძემ. როგორც ამბობენ, ბოსკანის დანიშვნა განიხილებოდა, მაგრამ საზოგადოების რეაქციის შემდეგ, საკითხი შეჩერდა.
0