ზეწოლის ფაქტებს მხოლოდ ოპოზიცია არ ხედავს ზეწოლის ფაქტებს მხოლოდ ოპოზიცია არ ხედავს />


  14:37:47     31-03-2013

ზეწოლის ფაქტებს მხოლოდ ოპოზიცია არ ხედავს

a24038.jpg

უწყებათაშორისი კომისია იმ რეკომენდაციებზე შეჯერდა, რომლებიც გარკვეული ტიპის საქმეებზე, შუალედური არჩევნების პერიოდში , ამა თუ იმ პირის მიმართ გამოძიების გადავადებას ეხება. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე და აპარატი შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დროს ოპოზიციის აქტივისტთა საგამოძიებო ორგანოებში გახშირებული დაბარებების გამო. კინწურაშვილის ინფორმაციით, ეს ეხება სამ რაიონს, სადაც 27 აპრილს შუალედური არჩევნები იმართება.

 „განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ნაძალადევის რაიონში, სადაც პრაქტიკულად მთელი საარჩევნო შტაბი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება“, - აღნიშნა კინწურაშვილმა.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ კინწურაშვილმა იმ ერთიან რეკომენდაციაზეც ისაუბრა, რომელიც კომისიას აქვს.მისი თქმით, იმისათვის, რომ გამოირიცხოს საგამოძიებო ქმედებების ზეწოლის მექანიზმად აღქმის შესაძლებლობა, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს - უზრუნველყონ საარჩევნო კამპანიაში ჩართულ აქტივისტთა ან მხარდამჭერთა მიმართ ძველ საქმეებზე დაკითხვისგან თავის შეკავება, გარდა ახლა ჩადენილი სამართალდარღვევებისა, რაც დაუყოვნებლივ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს.

„რეკომენდაცია ეძლევათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ საგამოძიებო მოქმედებებისაგან იმ პირთა მიმართ, ვინც ამათუ იმ ფორმით აქტიურობს რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერად, რათა გამოირიცხოს ძველი საქმეების გამოყენებით ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ან ხელის შემშლელად აღქმის შემთხვევები“, - აღნიშნა კინწურაშვილმა.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ. ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისთვის“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია ადასტურებს, რომ მისმა არასამთავრობომ დააფიქსირა ცალკეული ფაქტები, რომლებიც პარტიული აქტივისტებისგან რიგითი მოხელეების მიმართ ზეწოლას ეხება. ლომჯარიას თქმით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ადგილი აქვს თანამდებობის პირებისა და რიგითი საჯარო მოხელეების გათავისუფლებას, რასაც ხშირ შემთხვევაში ზემდგომი პირები სთხოვენ - დაწერონ განცხადება გათავისუფლების შესახებ.

0

ავტორი: