საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი რუსული არმია წუხელ ქვეყნის სამხრეთით გადაისროლეს (ვიდეო) საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი რუსული არმია წუხელ ქვეყნის სამხრეთით გადაისროლეს (ვიდეო) />


  23:42:23     29-03-2013

საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი რუსული არმია წუხელ ქვეყნის სამხრეთით გადაისროლეს (ვიდეო)

a24028.jpg

აფხაზეთის შავი ზღვის სანაპიროზე 150 რუსი სამხედრო მოსამსახურე მოტომსროლელთა ქვედანაყოფიდან ტაქტიკურ სწავლებაში მონაწილეობს - იუწყება სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური.

სამხედრო წრთვნა ნაგვალოუს პოლიგონზე წარმოებს და მასში ჩართულია 50 სახეობის შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა. სწავლების ამოცანაა პირობითი მოწინააღმდეგის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შედეგად დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდა და ამ ტერიტორიის „დაძლევა“. მოტომსროლელები ასევე მოახდენენ ზღვის სანაპიროს მანევრულ დაცვასა და პირობითი მოწინააღმდეგის დესანტის განადგურებას სამხედრო დაზვერვისა და არტილერიის გამოყენებით.

შეგახსენებთ, აფხაზეთში სამხედრო წრთვნის პარალელურად, პუტინის მოულოდნელი ბრძანებით სამხედრო წრთვნა იწყება შავი ზღვის რაიონში. ამ დროისთვის რუსეთის  არმიის ქვედანაყოფები მაღალი საბრძოლო მზადყოფნის  მდგომარეობაშია მოყვანილი.


რუსული მედიის ცნობით, რუსეთის სამხრეთით ფართომასშტაბიანი წრთვნის ჩატარების ბრძანება ვლადიმერ პუტინმა 2 დღის წინ, დილის 4 საათზე გასცა.
სამხედროთა ნაწილი და შიარაღება უკვე მოქმედებაშია. წუხელ ცაში აფრინდა ავიაცია, რომელმაც ქვედანაყოფების ადგილზე გადაყვანა დაიწყო. კრასნოდარის მხარეში დაწყებულ წრთვნას ქვეყნის მთავარსარდალი პირადად აკვირდებოდა.
0

ავტორი: