Daili News: პუტინის „სიურპრიზი“ - ფართომასშტაბიანი მოულოდნელი სამხედრო წრთვნა Daili News: პუტინის „სიურპრიზი“ - ფართომასშტაბიანი მოულოდნელი სამხედრო წრთვნა />


  14:22:49     29-03-2013

Daili News: პუტინის „სიურპრიზი“ - ფართომასშტაბიანი მოულოდნელი სამხედრო წრთვნა

a24015.jpg

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოულოდნელ ბრძანებაზე - დაიწყოს ფართომასშტაბიანი სამხედრო წრთვნა შავი ზღვის რაიონში, რომელშიც ავიაცია, 36 ხომალდი, სწრაფი რეაგირების ძალები და 7 000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობს, „პუტინის მიერ შეკვეთილი „სიურპრიზი“ იყო საქართველოსათვის.

როგორც გამოცემა Daili News განმარტავს, რომ წრთვნის დაწყების ბრძანება გაიცა იმ ფონზე, როცა საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი 2013-2015 წლის  სამმხრივი სექტორალური თანამშრომლობის გეგმაზე შეთანხმდნენ ბათუმში და სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გასუვეს რეგიონალური თანამშრომლობის ახალი ფორმატის მნიშვნელობას, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისიერზრუმის პროექტებში.

გაზეთი წერს, რომ პუტინმა ღამით, მოულოდნელად გასცა ეს ბრძანება, და იმასაც უსვამს ხაზს, რომ ზემოთდასახელებული სახელმწიფოებიდან ორი - თურქეთი და საქართველო რუსეთის უშუალო მეზობლები არიან.

მოულოდნელი წრთვნის შესახებ ინფორმაციას უკვე ნატოშიც გამოეხმაურნენ, სადაც აღნიშნეს, რომ მართალია, რუსეთს, შეიძლება, არაფერი დაუშავებია, მაგრამ „პარტნიორებს ასე არ ექცევიან“.

უკრაინაში ეს ფაქტი მხოლოდ ოპოზიციამ გააპროტესტა და ანალოგიური წრთვნის უკრაინაში ჩატარებაც მოითხოვა.

თავისი ოფიციალური პოზიცია ამ დრომდე არც ოფიციალურ თბილისს დაუფიქსირებია.

0

ავტორი: