12:40:23     29-03-2013
ლუბა ელიაშვილს „ვერცხლზე გაყიდვაში“ ადანაშაულებენ

ტელეკომპანიების „პირველი სტერეოსა" და „სტერეო პლუსის" დამფუძნებელი, დავით ზილფიმიანი, „მეცხრე არხის" დირექტორ ლუბა ელიაშვილს ღია წერილით მიმართავს. წერილის თანახმად, რომელიც სოციალურ ქსელშიც ვრცელდება, ტელეკომპანიების მფლობელი ზილფიმიანი, „მეცხრე არხის“ დირექტორს ლუბა ელიაშვილს, „ვერცხლზე გაყიდვაში“ ადანაშაულებს. ერთ დროს „მეცხრე არხის“ მოკავშირე, ივანიშვილის ტელევიზიის რეიტინგისა და იმიჯის დაცემაზე საუბრობს.
ნაწყვეტი წერილიდან: , ,ერთი შესაძლოა, იყოს ის, რომ ეს გააკეთეთ ვინმეს კარნახით და ძალიან დავალებული ვიქნები, თუ განაცხადებთ ამ პიროვნებას. და მეორე, რაც ძნელად დასაჯერებელია, რომ ეს „რამოდენიმე ვერცხლად" ღალატია.
თუ ბუნებაში არსებობს რაიმე სხვა მიზეზი, მოხარული ვიქნები ამის გაგებისა.
ქალბატონო ლუბა, ჯერ კიდევ თქვენს
დირექტორობამდე „სტერეო+" და „TV 9“ ერთად ვიბრძოდით საერთო იდეალებისათვის
და ჩემთვის სულერთი არ არის „TV 9“– ის
რეიტინგისა და იმიჯის ასეთი დაცემა. მე, თქვენ ძალიან გაფასებთ, როგორც გამოცდილ
ჟურნალისტს, მაგრამ მედიამენეჯმენტისთვის
ეს საკმარისი არ არის“ - ნათქვამია წერილში.
კიდევ ერთი ციტატა ელიაშვილის მამხილებელი წერილიდან: |“ქალბატონო ლუბა, როგორც ცნობილია, ჩემმა კომპანიამ , ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო „TV 9“ - ის სამაუწყებლო სიგნალის ღია გავრცელება, რაც წინა ხელისუფლების, მათ შორის ბეჟუაშვილის მიერ, ჩვენი დარბევისა და ყველაფრის წართმევის მიზეზი გახდა. მიუხედავად ამისა, ეს მაუწყებლობა დღემდე „კბილებით" მოვიტანეთ.
რამდენიმე დღის წინ, თქვენ ხელშეკრულება დადეთ ბეჟუაშვილის თვითმარქვია გუნდთან „პირველ სტერეოში". თქვენ რამდენიმეჯერ მითხარით (მათ შორის პრესითაც), რომ აღარ გჭირდებათ ღია ეთერით მაუწყებლობა, რადგან ეს არავითარ რეიტინგს არ გაძლევთ. ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, მითუმეტეს, რომ თქვენი დაჟინებული პოზიციის გამო, ჩვენს მიერ სამაუწყებლო მომსახურების შეწყვეტიდან 2 კვირაში, თქვენ ფარულად სეპარატული გარიგება დადეთ ბეჟუაშვილის ჯგუფთან, ახლა უკვე „პირველი სტერეოს" მიერ თქვენთვის სამაუწყებლო მომსახურების გაწევაზე, რაც ეწინააღმდეგება თქვენივე ნათქვამს.!?“
ეს მხოლოდ ნაწყვეტია წერილიდან, რომლის შინაარსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დავით ზილფიმიანი ლუბა ელიაშვილს სდებს ბრალს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებში და „მეცხრე არხის“ არასათანადოდ მართვაში. . „მეცხრე არხის“ დირექტორის. ლუბა ელიაშვილის პოზიციის მიხედვით კი, „პირველი სტერეოს“ დღევანდელი მმართველი ჯგუფი, გაცილებით ხელსაყრელ ფასებში სთავაზობს იმავე მომსახურებას, რა სამუშაოსაც ზილფიმიანი „მეცხრე არხს“ ადრე უწევდა . შეგახსენებთ, რომ „პირველი სტერეოს“ დამფუძნებელი არჩევნებამდე „მეცხრე არხს“ სამაუწყებლო სიგნალის გავრცელებაში ეხმარებოდა და ივანიშვილის მხარდამჭერთა რიგებში იყო. 0