12:56:10     28-03-2013
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მათ მიმართ განხორციელებულ პოლიტიკური დევნის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს.
ფრაქციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად მძაფრი დაძაბულობისა, პოლიტიკური დაპირისპირების მიზანს ყოველთვის უნდა წარმოადგენდეს საერთო საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა და ადამიანების კონკრეტული პრობლემების მოგვარებისკენ სწრაფვა.
„თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგები, პირადი განცხადების საფუძველზე, საკრებულოს წევრმა გელა ომანიძემ დატოვა. ეს არის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი იმ პოლიტიკური დევნისა, რასაც განიცდიან ფრაქციის წევრები. მიუხედავად მძაფრი დაძაბულობისა, პოლიტიკური დაპირისპირების მიზანს, ყოველთვის უნდა წარმოადგენდეს საერთო საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა და ადამიანების კონკრეტული პრობლემების მოგვარებისკენ სწრაფვა.
ის, არ უნდა სცილდებოდეს სამართლებრივ ჩარჩოს და არ უნდა იღებდეს ხისტ და ხშირ შემთხვევებში უხეშ ფორმებს. სწორედ, ამ და სხვა პრობლემატური საკითხების განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 18 მარტს, საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართა.
საგულისხმოა, რომ ამგვარი პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის ფაქტები, სულ უფრო მეტი ინტენსიობით აისახება ჩვენი უცხოელი პარტნიორების შეფასებებში, კერძოდ, სწორედ ამ ტიპის ზეწოლებზეა საუბარი, რამდენიმე დღის წინ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის კონგრესის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც", - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.
0