შეიარაღებული ძარცვა გაზგასამართ სადგურზე შეიარაღებული ძარცვა გაზგასამართ სადგურზე />


  12:02:06     28-03-2013

შეიარაღებული ძარცვა გაზგასამართ სადგურზე

a23995.jpg

 გუშინ, გვიან ღამით,  შეიარაღებული თავდასხმა მოხდა გაზგასამართ სადგურზე. ეს უკვე  გასული დღის განმავლობაში გახმაურებული თავდასხმის მეოთხე ფაქტია. რამდენი ძარცვის ფაქტი არ გახმაურებულა, ცალკე საკითხია. შს-ში კი ირწმუნებიან, რომ დანაშაულის სტატისტიკა შემცირებულიაო. 

ამას ჰქვია, ფიცის მწამს,  ბოლო მაკვირვებსო.   ვიდრე მინისტრი ევროპაში  შეხვედრებს მართავს და   სტრასბურგული „უიკენდი“ ძალიან გაუგრძელდა, საქართველოში,  კრიმინალური შემთხვევები ყოველ დღე მატულობს . 

 „პრესა ჯი–ს“ შეატყობინეს, რომ  გუშინ,  სადგურ ,,პალერმოს" შენობაში ორი პირი შეიჭრა, მათ სადგურის თანამშრომლები სცემეს და 4300 ლარი გაიტაცეს. 

,,ჩაამტვრიეს მინა და კარი. მძინარე ოპერატორებს დაუწყეს ცემა, ერთს სამი ჭრილობა აქვს, მეორეს მცირე დაზიანებები. მოსთხოვეს ფული და ამის შემდეგ მაინც განაგრძობდნენ თანამშრომლების ცემას," - აცხადებს გაზგასამართი სადგურის თანამშრომელი.
 როგორც ირკვევა, ადგილზე პოლიცია მივიდა  და საქმეზე გამოძიება დაიწყო. თუმცა  შემთხვევის შემდგომ ადგილზე მისვლა სიტუაციას ვერ შველის. საზოგადოებაში განსაკუთრებით იმატა  უკმაყოფილებამ, კრიმინალის ციხეებიდან მასიურად გამოშვებისა და ქურდობისა და რეციდივის  განსაკუთრებით მომატების გამო.

0

ავტორი: