შეიარაღებული თავდასხმა თბილისში, არიან დაჭრილებიც შეიარაღებული თავდასხმა თბილისში, არიან დაჭრილებიც />


  12:35:55     27-03-2013

შეიარაღებული თავდასხმა თბილისში, არიან დაჭრილებიც

a23980.jpg

კიდევ ერთი კრიმინალური ფაქტი  თბილისში.  გვიან ღამით, სამგორის რაიონში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. არიან დაჭრილებიც. 

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ორი პირი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც „პრესა.ჯი“-მ საავადმყოფოში გაარკვია, დაშავებულთაგან ერთ-ერთი, ამ წუთებში ქირურგიულ განყოფილებაში შეჰყავთ. მას გადაუდებელი ოპერაციის გაკეთება სჭირდება. 

მედიკოსთა თქმით, მეორე პიროვნებას,  სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა. ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაციული ჩარევა არ დასჭირვებია, ის საავადმყოფოს უახლოეს საათებში დატოვებს. 

მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია,  ამ დრომდე არ გაკეთებულა. „ პრესა.ჯი“  შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ, ნინო გიორგობიანთან დაკავშირებს ცდილობს.

0

ავტორი: