18:26:03     26-03-2013
ზუგდიდიდან გატაცებული მოზარდის მამას გამტაცებლები გალის რაიონიდან დაუკავშირდნენ
![a23970.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23970.jpg)
ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშიდან 5 დღის წინ გატაცებულ გოგა კვარაცხელიას ნათესავებს გამტაცებლები გალის რაიონიდან დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით 5 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს.
როგორც გატაცებულის მამა ელგუჯა კვარაცხელია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ზარი მის პირად ნომერზე დღეს განხორციელდა.
„დამირეკეს და მითხრეს რომ შენი შვილი ჯერჯერობით ცოცხალია, მაგრამ თუ შენ გამოასსყიდს არ გადაიხდი, მის გვამსაც ვერასდროს მიაგნებო“,- აცხადებს ელგუჯა კვარაცხელია.
14 წლის მოზარდი მიმდინარე წლის 22 მარტს საკუთარი სახლის ეზოდან გაიტაცეს. გატაცების ძირითად ვერსიად თანხის გამოძალვა სახელდება.
გოგიტა კვარაცხელიას დის ქმარი ინგლისელი ბიზნესმენია. ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ამ მოტივით არის გატაცებული ახალგაზრდა.
“ჩემი შვილი ღამის ორ საათზე ფანარი აიღო და ოთახიდან გავიდა. ჩვენ ოჯახის წევრები ტელევიზორს ვუყურებდით. ეზოს ბოლოში გვაქვს საპირფარეშო და იქ წავიდა. გავიდა ნახევარი საათი და არ ჩანს. ეს არ მომეწონა და გადავწყვიტე უკან გავყოლოდი. გოგა იქ არ აღმოჩნდა, თუმცა ფანარი იქვე საპირფარეშოსთან ეგდო“,- დასძინა კვარაცხელიამ.
სოფელ ჭკადუაშიდან გატაცებული გოგა კვარაცხელია გალის რაიონის სოფელ რეფის მკვიდრია, თუმცა ის ოჯახთან ერთად ჭკადუაშის ბანაკიშ შენობაში ცხოვრობდა.
0