ივანიშვილმა მინისტრებს ყოველთვიური დანამატი დაუწესა ივანიშვილმა მინისტრებს ყოველთვიური დანამატი დაუწესა />


  00:59:12     26-03-2013

ივანიშვილმა მინისტრებს ყოველთვიური დანამატი დაუწესა

a23953.jpg

პრემიერის ბრძანებით მინისტრები ყოველთვიურად ხელფასთან ერთად დანამატსაც მიიღებენ, რაც მილიონერებისთის ნამდვილად „მოკრძალებული“ თანხაა და „სულ რაღაც“ 4 335 ლარს შეადგენს.

ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული:

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №53

საქართველოს მინისტრებისათვის (სახელმწიფო მინისტრებისათვის) დანამატის დაწესების შესახებ

1. საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის N54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მინისტრებს (სახელმწიფო მინისტრებს) საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესდეთ დანამატი თითოეულს თვეში 4335 (ოთხი ათას სამას ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული თანხა გაიცეს შესაბამისი უწყებების მიერ მათთვის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დოკუმენტს ხელს ბიძინა ივანიშვილი აწერს.

0

ავტორი: