00:57:45     26-03-2013
საქართველოდან ევროპაში 85 კილოგრამი ავღანური ჰეროინი გადაჰქონდათ
![a23952.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23952.jpg)
85 კილოგრამზე მეტი ჰეროინი დააკავეს ბელორუსმა მებაჟეებმა ბელორუსი-ლიტვის საზღვარზე.
ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება 5 მილიონი დოლარია. საბაჟო სამსახურის ჰეროინი ბელორუსის
გავლით ევროპაში გადაჰქონდათ.
გამშვებ პუნქტ „კოტლოვკა“-ზე დაკავებული ნარკოტიკი, როგორც ბელორუსის მედია წერს საქართველოდან
ლატვიაში უნდა გაეტანათ. მანქანის მძღოლი მოლდოვას მოქალაქე აღმოჩნდა, რომელმაც წარმოადგინა
დოკუმენტები, რომ უალკოჰოლო სასმელები გადაჰქონდა. თუმცა მებაჟეებმა, რომლებმაც მანქანის
შემოწმება გადაწყვიტეს, მანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავი იპოვეს, რომელშიც
174 პაკეტი ნახეს. ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ეს ჰეროინია, სავარაუდოდ, ავღანური
წარმოშობის. მისი ფასი კი შავ ბაზარზე მინიმუმ 5 მილიონი დოლარია.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონტრაბანდული პარტიაა ბოლო წლების მანძილზე, რომელიც
ბელორუსი სამართალდამცველების ხელთ აღმოჩნდა.