135 ხმა  123–მდე შემცირდა, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენითაც,  მიღებულია 135 ხმა 123–მდე შემცირდა, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენითაც, მიღებულია />


  17:09:33     22-03-2013

135 ხმა 123–მდე შემცირდა, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენითაც, მიღებულია

a23924.jpg

საქართველოს პარლამენტმა,  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 123 ხმით 0-ის ხმის წინააღმდეგ მეორე მოსმენით დაამტკიცა. როგორც ცნობილია, ცვლილებებს,  რომელიც პრეზიდენტისთვის იმ უფლების გაუქმებას ითვალისწინებდა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პირველ პირს შეეძლო დაეთხოვა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, გუშინ 135 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ახლა,  როცა ვნებათაღელვის მთავარი ნაწილი დასრულდა, საინტერესო გახდა იმ დეპუტატების ვინაობა,  ვინც დღეს ხმა  არ მისცა აღნიშნულ ცვლილებებს.   ესენია: მარიკა ვერულაშვილი (დამოუკიდებელი დეპუტატი),  გოგი თოფაძე  („ქართული ოცნება") .

„ნაციონალური მოძრაობიდან"  კი :  პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ოჩიაური, ნიკოლოზ ყიფშიძე, აზერ სულეიმანოვი, მიხეილ მახარაძე, ზაზა კედელაშვილი, სამველ პეტროსიანი, გიორგი კანდელაკი,  გივი თარგამაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი და როლანდ ახალაია.

 ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკი, საფრანგეთში, მივლინებაში იმყოფებოდნენ. 

0

ავტორი: