14:52:41     22-03-2013
დაკითხავენ თუ არა „ოცნების“ მხარდამჭერ დეპუტატს „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე?
„პირველი რადიოს“ ინფორაცით თბილისის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფლების“ თავჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი „ქართუ ბაკის“ გაკოტრების საქმეში ფიგურირებს, თუმცა ის ამ დრომდე არ არის იმ ბიზნესმენთა ჩამონათვალში, რომელთაც ბრალი წუყენეს.
„პირველი რადიოს“ ინფორმაციით ყოფილი ნაციონალი, რომელიც არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გახდა, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავასთან ერთად კომპანია „ეკრანის“ წილის მფლობელია. „პირველი რადიო“ შეეცადა შიხიაშვილთან დაკავშირებას, თუმცა მისგან კომენტარის მოპოვება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
ჯერჯერობით, ასევე უცნობია იმყოფებოდა თუ არა ირაკლი შიხიაშვილი დაკითხვაზე და მისცა თუ არა მან ჩვენება ბანკის გაკოტრების საქმეზე. ასევე უცნობია, წაუყენებენ თუ არა სხვა ბიზნესმენების მსაგვასად მას „ქართუს“ საქმეზე ბრალს.
0
ავტორი: