მიხეილ სააკაშვილი: ნაციონალური მოძრაობა არასდროს დანებდება შანტაჟსა და ზეწოლას (ვიდეო) მიხეილ სააკაშვილი: ნაციონალური მოძრაობა არასდროს დანებდება შანტაჟსა და ზეწოლას (ვიდეო) />


  22:44:30     21-03-2013

მიხეილ სააკაშვილი: ნაციონალური მოძრაობა არასდროს დანებდება შანტაჟსა და ზეწოლას (ვიდეო)

a23906.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული კენჭისყრის შესახებ განცხადება გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ არასდროს დანებდება შანტაჟსა და ზეწოლას და ყოველთვის იქნება მზად კომპრომისისთვის საქართველოს მოქალაქეებისა და ევროპული მომავლის საკეთილდღეოდ.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საპარლამენტო უმცირესობის ყველა წარმომადგენელსა და ოპოზიციის თითოეულ წევრს და აღნიშნა, რომ ამ პირობებში მათი წინააღმდეგობა ძალზე მნიშვნელოვანი, დასაფასებელი და აუცილებელი იყო დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად.

ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, უმრავლესობამ უნდა აჩვენოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის სტაბილურობა, ქართული ინსტიტუტები და ევროპული მომავალი. პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს კი, მეტი პასუხისმგებლობით მოქმედებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ,  საპარლამენტო უმრავლესობა დღის ბოლოს იძულებული გახდა ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების შესახებ დაეკმაყოფილებინა. შესაბამისად, სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი  საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება, რადგან საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერის გარეშე, უმრავლესობამ, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ საჭირო 100 ხმას უპრობლემოდ მოაგროვებდა, ეს ვერ შეძლო. საბოლოოდ, პროექტი, ოპოზიციის დახმარებით, 135 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღეს.

0

ავტორი: