რატიანი,  საკონსტიტუციო ცვლილებებს  ბიძინა ივანიშვილის  “კაპრიზს" უწოდებს რატიანი, საკონსტიტუციო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილის “კაპრიზს" უწოდებს /> "/> " />


  17:52:38     21-03-2013

რატიანი, საკონსტიტუციო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილის “კაპრიზს" უწოდებს

a23904.jpg

დღეს,  ჩვენ ვიხილავთ ერთი ადამიანის კაპრიზს”- ასე შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა,  სერგო რატიანმა  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელსაც, დეპუტატები პლენარულს სხდომაზე, ამ წუთებში განიხილავენ.

 „თქვენ,  უნდა გააცნობიეროთ, რომ ხელისუფლების ყველა შტოს  ვერ აკონტროლებთ. ისიც უნდა გააცნობიეროთ, რომ დაასრულოთ ნორმალური, დემოკრატიული ქვეყნის დაწყებული მშენებლობა ან ხელების გადაგრეხვით და ძალადობით,  შექმნათ რუსული ოლიგარქის ავტორიტარული რეჟიმი", - განაცხადა რატიანმა.

 მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ,  ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაწყებული მოლაპარაკებები,  ივანიშვილმა ჩაშალა. რატიანი: შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც, ერთის მხრივ, დავით უსუფაშვილი, მეორეს მხრივ კი , დავით ბაქრაძე უძღვებოდა. ეს მოლაპარაკებები იყო წინ გადადგმული ნაბიჯი,  მნიშვნელოვანი იყო, რომ გარკვეული შეთანხმებაც იქნა მიღწეული და გრძელდებოდა ეს პროცესი, მაგრამ ერთ მომენტში,  ბატონმა პრემიერმა ეს მოლაპარაკებები ჩაშალა.  ფიქრობ, ერთიც და მეორე მხარეც,  საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. დღეს შემოთავაზებული ფორმა,  ესაა ჩაშლილი მოლაპარაკებების შედეგი და დღეს ჩვენ ვიხილავთ, გარკვეულწილად, ერთი ადამიანის კაპრიზს“.

 

 

0

ავტორი: