პრეზიდენტი შესაძლოა პარლამენტში მივიდეს პრეზიდენტი შესაძლოა პარლამენტში მივიდეს />


  17:03:38     21-03-2013

პრეზიდენტი შესაძლოა პარლამენტში მივიდეს

a23900.jpg

პარლამენტში გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლოა პრეზიდენტი ეწვიოს. ამ ვარაუდს,  ჟურნალისტები გამოთქვამენ და ეჭვს,  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე,  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების სიმრავლე  ამყარებს.

 ცნობილია, რომ  დღეს სააკაშვილმა,   ქუთაისში,  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით,  საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

 „პრესა.ჯი“  ინფორმაციის გადამოწმებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეეცადა, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის დადასტურება,  ამ დროისთვის ვერ მოხერხდა. პარლამენტში მომუშავე ჟურნალისტები,  ამ ინფორმაციას, ფეისბუქით ავრცელებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის პრესსამსახური და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელიც, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. 

ამ წუთებში,  პარლამენტში,  სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.  საკონსტიტუციო ინიციატივას, რომელიც მთავრობის დათხოვნასთან მიმართებაში,  პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებების შეზღუდვას გულისხმობს, საკანონმდებლო ორგანო პირველი მოსმენით განიხილავს.

0

ავტორი: