ყაზბეგის გამზირზე,  წუხელ მომხდარი  მკვლელობა გახსნილია ყაზბეგის გამზირზე, წუხელ მომხდარი მკვლელობა გახსნილია />


  12:16:15     21-03-2013

ყაზბეგის გამზირზე, წუხელ მომხდარი მკვლელობა გახსნილია

a23892.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგის გამზირზე წუხელ მომხდარი საზარელი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა. 

სამინისტროს ვებ-გვერ დზე განთავსებული განცხადების თანახმად, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული სერგო პ. დააკავეს. 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული 20 მარტს, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, თავის მეგობარ რომან გაბეხაძესთან  მივიდა, რომელიც ამ პუნქტში ოპერატორად მუშაობდა. მათ შორის წარმოიშვა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც სერგო პ–მ რომან გაბეხაძეს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მკვლელობიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.  დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია.“,- აღნიშნუულია შს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ვაკე-საბურთალოს განყოფილების უფროსის გრიგოლ ბესელიას განცხადებით, დაკავებული  ჩადენილ დანაშაულს  აღიარებს.

მისივე თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  108–ე  მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე  პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

0

ავტორი: