01:16:05     21-03-2013
ამერიკული სამხედრო ბაზა სომხეთში?
გამოცემა „ნაციონალური იდეა“ წერს, რომ სომხეთში მოქმედებს ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო ბაზა 800 საზღვაო ფეხოსნის შემადგენლობით, რომლებიც განთავსებულნი არიან საელჩოს ბუნკერებში.
სტატიის ავტორი ამის გამო შეშფოთებას გამოხატავს, თუმცა უფრო დიდ უბედურებად იმ ინფორმაციას ასახელებს, რომლის თანახმადაც 2014 წელს ყარაბაღის ომი უნდა განახლდეს, რასაც ამერიკული „საგარეო პოლიტიკის სამზარეულოს“ წარმომადგენელზე ედვარდ ჯერეჯიანზე დაყრდნობით წერს.
0