ივანიშვილით მოხიბლული ქართველი კომუნისტები და სსრკ-ში ინტეგრაციის იმედები... ივანიშვილით მოხიბლული ქართველი კომუნისტები და სსრკ-ში ინტეგრაციის იმედები... />


  00:35:55     21-03-2013

ივანიშვილით მოხიბლული ქართველი კომუნისტები და სსრკ-ში ინტეგრაციის იმედები...

a23884.jpg

მოსკოვში სულ ცოტა ხნის წინ ჩატარებულ კომუნისტური პარტიის 25-ე ყრილობაზე 95 საერთაშორისო დელეგაციას შორის საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური მდივანი თემურ ფიფიაც იყო მიწვეული. ფიფიამ ინტერვიუ მისცა გამოცემა „პრავდა მოსკვი“-ს და ქართველ კომუნისტთა მისწრაფებებზე ისაუბრა.

ფიფიას თქმით, საქრთველოს ერთიანი კომუნისტური პარტია ოპოზიციური პარტიაა, რომელიც საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის აღდგენისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის ინტეგრაციის იდეით  გამოდის. პირველ რიგში კი, მხარს უჭერენ იმ ფორმების ინტეგრაციას, რაც უკვე შექმნილია ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით.

ქართველ კომუნისტთა წარმომადგენლის თქმით, თუ სააკაშვილის დროს ქართველი კომუნისტები იატაკქვეშეთში მოღვაწეობდნენ, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მათი მდგომარეობა რამდენადმე შემსუბუქდა იმ თვალსაზრისით, რომ „ფაშისტურმა, ნაციონალურმა რეჟიმმა გავლენა დაკარგა და ზომიერი ბურჟუაზიული ხელისუფლებით ჩანაცვლდა“.

თუმცა ფიფია წუხს, რომ კომუნისტური სიმბოლიკისა და საბჭოთა იდეოლოგიის აკრძალვა ჯერ კიდევ არსებობს.  წუხს იმაზეც, რომ საბჭოტა პერიოდის ისტორიულ მოვლენებს საქართველოში „ძალზე დამახინჯებულად და ნეგატიურად აფასებენ. მაგალითად, 25 თებერვალს ჩვენ, ქართველი კომუნისტები, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას აღვნიშნავთ. ბურჟუაზიული მასმედია კი ამ მოვლენას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად აფასებს. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში “საბჭოთა ოკუპაციისადმი“ მიძღვნილი გამოფენაც კი გაიმართა. ჩვენ მძიმე პირობებში ვმუშაობთ“ -აცხადებს ის.

ამჟამინდელ გეგმებთან დაკავშირებით ფიფია ამბობს, რომ ახლა ქართველ კომუნისტთა ამოცანა მასობრივი აქციის ჩატარებისა და მასმედიის საშუალებებში მათი საქმიანობის გაშუქებისათვის სახსრების ძიებაა.

„სააკაშვილისგან განსხვავებით, ახლა ხელისუფლების სათავეში პრაგმატული ადამიანია. გაჩნდა გარკვეული ძვრები საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, დაემხო ფაშისტური რეჟიმი და ახალმა მთავრობამ ბურჟუაზიული დემოკრატიის შემოტანა დაიწყო“ - ამბობს ფიფია.

0

ავტორი: