ევროპის საბჭოს კონგრესი საქართველოში თვითმმართველობებზე ზეწოლაზე საუბრობს (ვიდეო) ევროპის საბჭოს კონგრესი საქართველოში თვითმმართველობებზე ზეწოლაზე საუბრობს (ვიდეო) />


  12:46:26     20-03-2013

ევროპის საბჭოს კონგრესი საქართველოში თვითმმართველობებზე ზეწოლაზე საუბრობს (ვიდეო)

a23877.jpg

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესმა რეკომენდაცია მიიღო, რომლის თანახმადაც დაუშვებელია პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლების დამოკიდებულება ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების მიმართ. კონგრესის მიერ მიღებულ რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ცვლილება ავტომატურად არ უნდა აისახოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე.

კონგრესმა დაგმო ყველა ის ინციდენტი და ზეწოლის ფაქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის ორგანოებზე. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესი ითხოვს, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს, რათა არ იქნას დარღვეული ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის ფუნდამენტური მოთხოვნები და ქარტიით ჩამოყალიბებული ძირითადი დებულებები.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნების შემდეგ თანამდებობებიდან გადადგა 19 მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარე და 31 მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათ პარტია შეიცვალეს. რეკომენდაციის ავტორების შეფასებით, ადგილობრივ თვითმმართველობებზე ზეწოლას კოალიცია „ქართული ოცნება“ ახდენდა, გამოთავისუფლებული თანამდებობებიც სწორედ კოალიციის წარმომადგენელბმა დაიკავეს. ასევე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ცვლილებები თანამდებობებზე ფინანსური პოლიციისა და პროკურატურის ზეწოლის შედეგად ხდებოდა, არჩევნების შემდეგ კი ფინანსური პოლიცია შემოწმება 34 მუნიციპალიტეტში შევიდა. დოკუმენტში წერია, რომ შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობების შევიწროება პირდაპირ მთავრობის ჩარევით არ ხდებოდა, თუმცა ხაზგასმულია, რომ აქტივისტებს სწორედ ისინი აქეზებდნენ.

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24-ე სესია გუშინ გაიხსნა, რომელსაც თბილისის მერიც ესწრება. გიგი უგულავამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობებზე განხორციელებული ზეწოლების ფაქტებზე ისაუბრა. თბილისის მერმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ტურბიორნ იაგლანდსაც ასევე გააცნო ინფორმაცია, თუ როგორ ხდება პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებზე ზეწოლა, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში ადგილობრივ თვითმმართველობებს წარმოადგენენ.


იხილეთ ლინკი

http://www.facebook.com/photo.php?v=10200692044134056&set=vb.1549784072&type=2&theater


0

ავტორი: