11:28:44     20-03-2013
მერაბიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ (ვიდეო)

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს.
როგორც ყოფილი პრემიერი აცხადებს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ახლადარჩეულ მთავრობას მუშაობაში ხელი არ შეეშალოს.
ვანო მერაბიშვილი: „როცა ამ საკითხზე ვსჯელობდით, შევთანხმდით რომ მივცეთ ამ მთავრობას საშუალება გამოაჩინოს საკუთარი სახე და არ ჰქონდეს მას საბაბი, თქვას, რომ დაპირებებს ვერ ასრულებს, იმიტომ რომ ხელს უშლის რაღაც აბსტრაქტული საკონსტიტუციო ცვლილება. დღეს ხელისუფლებას ყველა ბერკეტი აქვს. მას ეს ისედაც ჰქონდა“...
0