უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს />


  23:45:25     19-03-2013

უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

a23872.jpg

საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. ეს გადაწყვეტილება უმცირესობამ პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი მხარდაჭერა პირველად დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა დაადასტურა.

მოგვიანებით კი, უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გადაწყვეტილება  გადაცემა პოზიციაში განმარტა. “ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს. მზად ვართ გამოვაცალოთ ხელისუფლებას ის არგუმენტი რომ თითქოს მთავრობა ვერ მუშაობს.

თუმცა, ჩვენ ხვალ მოვითხოვთ რომ გაიმართოს სარეიტინგო კენჭისყრა. რათა დარწმუნდეს საზოგადოება რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის საკმარისი ხმა არ აქვთ.

ყველამ დაინახოს, რომ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მიიღებენ. რამდენი ხმაც დასჭირდებათ იმდენ ხმას მივცემთ. თუ მათი ამოცანა არის საკონსტიტუციო ცვლილებები ისინი ამას მიიღებენ. თუ მათი ამოცანა არის უმცირესობის გატეხვა და დაშლა, ისინი ამას ვერ მიიღებენ”, - განაცხადა ბაქრაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებს 100 ხმა სჭირდება. კოალიცია “ქართულ ოცნებას” 83 დეპუტატი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის შიშებიდან გამომდინარე, პარლამენტმა მოამზადა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს აღარ ექნება მთავრობის დათხოვნის უფლება პარლამენტის თანხმობის გარეშე.


0

ავტორი: