16:44:49     18-03-2013
ვანუატუ აცხადებს, რომ აფხაზეთი არ უღიარებია
ვანუატუს
საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა
აფხაზეთთან, - რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ ქართულ რეგიონთან - იუწყება ახალზელანდიური
რადიო „new zealand“.
ვანუატუს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი ჯონ კოანაპო ამბობს, რომ ამ დროისათვის
მათ არანაირი ოფიციალური ურთიერთობა აფხაზეთთან არ აქვთ.
„იქ იყო გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, რასაც მთავრობა აპირებდა, ეს იყო უბრალოდ
წერილი იმაზე, რომ შეიძლება იყოს სურვილი აფხაზეთთან ურთიერთობისა, მაგრამ მოცემულ
მომენტში ამ საკითხზე არანაირი გადაწყვეტილება არ არსებობს“ - განაცხადა კოანაპომ.
2011 წელს, ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფრედ კარლოტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა. მოგვიანებით მანვე ეს ცნობა ჯერ უარყო, შემდეგ კი დაადასტურა. ამჟამად, კარლოტის განცხადებითაც, ვანუატუს და აფხაზეთს შორის დიპლომატიური კავშირები არ არსებობს - იუწყება რადიო „new zeland“.
0
ავტორი: