კრემლის გავლენის აგენტურა და მათი მოქმედების სქემა კრემლის გავლენის აგენტურა და მათი მოქმედების სქემა />


  12:18:00     18-03-2013

კრემლის გავლენის აგენტურა და მათი მოქმედების სქემა

a23848.jpg

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა სქემა, რომელიც საქართველოში კრემლის აგენტურასა და მათი მოქმედების პრინციპს ასახავს. სქემის მხიედვით, კრემლი თავის ინტერესებს საქართველოში „ფსბ“-სა და „გრუს“ საშუალებით ახორციელებს.

სქემაში ჩართულია კრიმინალური სამყარო, რუსეთის საპატრიარქო და  კულტურის მოღვაწეები, ასევე, ქართველი ოლიგარქები, რომლებიც თავის მხრივ არასამთავრობო სექტორთან, ინტერნეტ-აქტივისტებთან და სხვა კიდევ რამდენიმე სგემენტთან კავშირში არიან.  ერთ-ერთი მთავარი იარაღი კი ხალხის მასებზე ზემოქმედებაა.

შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის გენერალ-პოლკოვნიკ  ვალერი გერასიმოვის თქმით, სამხედრო მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები ახალი ტიპის შეიარაღებული კონფლიქტებისას ომის წარმოების თეორიას შეიმუშავებენ. კერძოდ, „გაიზრდება ფართო გამოყენება არასაომარი ზომებისა (ჰუმანიტარულის, ეკონომიკურისა და პოლიტიკურის), ჩართული იქნება ქვეყნის მოსახლეობის საპროტესტო პოტენციალი, გამოყენებულ იქნება დაფარული შეუმჩნეველი საომარი მეთოდები“ - განაცხადა გერსიმოვმა.

იხილეთ ბმული დეტალურად   http://b.pix.ge:81/y/muuqf.jpg

0

ავტორი: