14:46:10     15-03-2013
ამ წუთებში მცხეთაში იუსტიციის სახლს ანგრევენ - ინფორმაციას გუბერნატორი ადასტურებს

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, ხათუნა ოჩიაურმა "პრესა.ჯი"-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მცხეთაში, ამ წუთებში იუსტიციის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს. გუბერნატორის ინფორმაციით, იუსტიციის სახლს იმ მოტივით ანგრევენ, რომ მის ადგილას საცხოვრებელი კორპუსის აშენება სურთ.
"დიახ, ვადასტურებ, ნამდვილად მიმდინარეობს იუსტიციის სახლის დემონტაჟი. კორპუსის აშენება უნდათ. ამას მუშებიც ამბობენ", - განუცხადა "პრესა.ჯი"-ს გუბერნატორმა.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის იუსტიის სახლის დანგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, თუმცა, მაშინ, ახალი ხელისუფლება ასეთ შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავდა. როგორც ჩანს, ჭირმა თავი ვერ დამალა და ივანიშვილის "ძემოკრატმა" მთავრობამ ნგრევის ცდუნებას ვერ გაუძლო...