რა პრობლემები აქვს შს მინისტრს? რა პრობლემები აქვს შს მინისტრს? />


  12:56:25     15-03-2013

რა პრობლემები აქვს შს მინისტრს?

a23821.jpg

ირაკლი ღარიბაშვილს  პარლამენტში მისვლამდე  სკანდალები აუგორდა. უფრო კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო პროფესიულ ჩავარდნებში უკვე არაერთგზის ამხილეს. მათ შორის ბოლო დღეებში. არადა, ბატონი ღარიბაშვილი თავს მუდმივად ვანო მერაბიშვილს ადარებს, მის მსგავსად ცდილობს თანამშრომლებთან  ვანოს `სტილით~ იმუშაოს, თუმცა ამაოდ. 

შინაგან საქმეთა  ახალ მინისტრს  პრობლემები აქვს, რის თაობაზეც ღარიბაშვილს პასუხების გაცემა პარლამენტში   ანგარიშით წარდგენისას მოუწევს.  

ფაქტი 1: სამართალდამცავებმა ყოფილი დეპუტატის და ალასანიას აქტიური მხარდამჭერის,  ზუგდიდში მისი  საარჩევნო შტაბის წევრის,  ხათუნა ხოფერიას შვილი, ბექა ხოფერია დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმა, მას სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად.

აღნიშნულ ინფორმაციას თავად ხათუნა ხოფერია ადასტურებს. მისი თქმით, პოლიციამ ბექა ხოფერია თამარაშვილის ქუჩაზე აიყვანა, დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორიშია გადაყვანილი.

"სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ორ პოლიციელს უთანხმოება მოუვიდა, რომელსაც შეესწრნენ ბექა და მისი მეგობრები, როცა ისინი ჩადგეგნ შუაში, მოხდა ოთხჯერ გასროლა.

ბექა არის საშინლად ნაცემი, სიტუაცია არის დაახლოებით ისეთივე რაც იყო რობაქიძის შემთხვევაში, უბალოდ ჰაერში ნასროლი ტყვია არ მოხვდა ჩემს შვილს, ეს ასე რომ არ მომხდარიყო, გარწმუნებთ, ადგილზე იარაღსაც და ყუმბარებსაც დაყრიდნენ. რა თქმა უნდა ვაპირებ, ვიბრძოლო ბოლომდე, იმისთვის რომ სამართლიანობა აღდგეს", - ამბობს ხათუნა ხოფერია.

თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ ალასანიას  გუნდის წევრი,  ხათუნა ხოფერია ტელე-ეთერიდან გვიმტკიცებდა, რომ სამართლიანობის აღმდგენი მთავრობა მოვიდა, ხოლო ღარიბაშვილის პოლიცია ხალხის მეგობარია და ისინი აღარავის  გაუსწორდებიან ფიზიკურადო!

ფაქტი 2. ეკა ბესელიას შვილის სახელთან დაკავშირებულ  „სითი კლუბში“ მომხდარ უსიამოვნო ინციდენტს შსს-მ რატომღაც წაუყრუა, რაზეც საპარლამენტო უმცირესობა მისი პარლამენტში ვიზიტისას, სავარაუდოდ, პასუხს მოსთხოვს. ასეთი ფაქტი რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მომხდარიყო, არასამთავრობოები და „ოცნების“ წევრები ალბათ საგანგებო  ჯაჭვს შემოარტყავდნენ შსს სამინისტროს  და ბიძინასგან დაფინანსებულ მასკარადებს მოაწყობდნენ.

ახლა მელორ ვაჩნაძე თავადაა  პატრულისთვის ინსტრუქტაჟის მიმცემი და  აქციებსაც  აღარ აწყობენ  ვითომცდა დემოკრატიით გულდათუთქული არასამთავრობოების აქტივისტები.

 ფაქტი 3. აღნიშნული ფაქტის თაობაზე შს მინისტრს თავად თანაგუნდელები შემოსწყრნენ. საქმე  ბოლო დღეების  გახმაურებულ დაკავებას ეხება. ამ ორიოდე დღის წინ  ყოფილი კუდის, ანუ ღარიბაშვილის დროს  ანტიკორუფციულ სააგენტოდ ქცეული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის  ერთი თვის წინ დანიშნული გამგებელი, ლევან ლორთქიფანიძე და მისი პირველი მოადგილე ნოდარ შარაბიძე  დააკავეს. 

სამართალმდაცავებს, როგორც გამგეობის წევრები აცხადებენ, რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ კაბინეტში ჰყავდათ გამოკეტილი გამგებელი და  მოადგილე, ხოლო შემდეგ  პირდაპირ ტელე-კამერების წინ მოახდინეს მათთვის ხელბორკილის  დადება.

აღნიშნულ ფაქტს და დაკავების მეთოდებს აპროტესტებენ  თავად „ოცნების“ წარმომადგენლებიც. მაგალითად, მურმან დუმბაძე და აჭარის „მეოცნებეთა“ ნაწილი.  

თანაც აღნიშნული დაკავება პროცედურების დარღვევითაც მომხდარა. ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძისა და კანონმდებელთა ერთი ნაწილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილებების შეწყვეტას მოითხოვს.

დავით რობაქიძის განცხადებით, მაშინ როცა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და მისი მოადგილის  დაკავებას ახორციელებდნენ, ოთახში მურმან დუმბაძე, ავთანდილ ბერიძე და რამდენიმე დეპუტატი იმყოფებოდნენ, რაც რეგიონის პირველი „ლეიბორისტის“ აზრით უხეში კანონდარღვევაა.

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის სახელზე მიმართვა დავით რობაქიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. არადა, აქამდე საზოგადოებას „ტვინს ურეცხავდნენ“ იმის  ჩაგონებით, რომ დაკავება და „გატელევიზორება“ თურმე მერაბიშვილის   დამკვიდრებული სტილი ყოფილა და  ახლა შსს-ში სულ „ანგელოზის ფრთებით“ დაფრინავენო...

ფაქტი 4. ამ ორიოდე დღის წინ ივანიშვილის სასახლესთან სოციალურად დაუცველმა პირმა კარავი გაშალა.  დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ „ფეისბუქით“ გაავრცელა დამადასტურებელი,  მობილურით გადაღებული ჩანაწერი, თუ როგორ ცდილობს პატრულის ეკიპაჟი, რომ აღნიშნულ პირს კარავი ააღებინოს.  

ღარიბაშვილი კი გვიმტკიცებს, რომ პატრული თურმე მათ ხელში აპოლიტიკური გამხდარა და მხოლოდ ხალხის სამსახურში დგას. ესაც  ღარიბაშვილის პატრულის რეალური სახე და გასაოცარი დემოკრატია ბიძინას შუშის სასახლის კართან! 

0

ავტორი: