მოსწავლეებმა  „დასახვრეტთა სია“ გამოაქვეყნეს მოსწავლეებმა „დასახვრეტთა სია“ გამოაქვეყნეს />


  23:57:20     14-03-2013

მოსწავლეებმა „დასახვრეტთა სია“ გამოაქვეყნეს

a23814.jpg

არიზონას შტატის ქალაქ სან-ტან-ვალის უფროსკლასელმა გოგონებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს 10-კაციანი სია იმ თანაკლასელებისა და მასწავლებლებისა, რომლებიც მათი ჩანაფიქრით, „უნდა მოკვდნენ“. გამოქვეყნებისთანავე ორივე გოგონა სკოლიდან გააძევეს.

თუმცა სკანდალი ამით არ ამოწურულა და მოსწავლეები დაკითხვაზეც წაიყვანეს. დაკითხვისას კი მოზარდება განაცხადეს, რომ უბრალოდ, იმ ადამიანების სია შეადგინეს, რომლებიც არ მოსწონთ, - განაცხადა შერიფის ოფისის წარმომადგენელმა ტიმ გაფნიმ.

ბოროტგანზრახულობით შედგენილი სიის ავტორებს სასკოლო დისციპლინასთან მიმართებაში არასოდეს ჰქონიათ პრობლემა. ახლა გოგონებს ადმიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის ბრალდებას წარუდგენენ, რაც სასამართლოს მიერ დასჯად ქმედებად ითვლება.

0

ავტორი: