15:59:30     14-03-2013
ბესელიას შვილმა "სითი კლუბში" მოქალაქეები დაჭრა?
![a23802.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23802.jpg)
„პრესა.ჯი–ს“ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ შეატყობინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ახმაურებს წუხელ გვიან ღამით, „სითი კლუბში“ მომხდარ ფაქტს.
საქმე ეხება დეპუტატ მარიკა ვერულაშვილის შვილის დაბადების დღეზე განვითარებულ მოვლენებს... თვითმხილველთაგან ერთერთი გვიამბობს, რომ დაბადების დღეზე მიწვეული გახლდათ „ქართული ოცნების“ სახე, ეკა ბესელია, თავის ვაჟთან ერთად.
მხიარულად დაწყებული დროსტარება, თუმცა, ცუდად დასრულდა. როგორც წყარო ჰყვება, კლუბში სერიოზული კამათი ატყდა, რაც შემდეგ მუშტი-კრივში გადაიზარდა.
საქმე ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე მივიდა. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. ჩხუბში განსაკუთრებით აგრესიული ყოფილა ბესელიას ვაჟი რატი მოლორავა. „სწორედ მან დაჭრა ერთერთი დაზარალებული“, – აცხადებენ თვითმხილველები.
ცნობისთვის, ეკა ბესელია, მარიკა ვერულაშვილის უფროსი ქალიშვილის, სალომე ცნობილაძის ნათლიაა. „სითი კლუბის“ 50 პროცენტის მფლობელი კი, მარიკა ვერულაშვილია. კლუბი ავლაბარში მდებარეობს.
ეკა ბესელიას, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს... თუ გავითვალისწინებთ ეკა ბერიძის გამოცდილებას (შეგახსენებთ, რომ მისმა ვაჟმაც მძიმედ დაჭრა ადამიანი, მაგრამ კანონი მის მიმართ მიმტევებლური აღმოჩნდა), ფოთის დამპყრობელ ქალბატონს, სანერვიულო არ უნდა ჰქონეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი საქმეს „ჩაფარცხავს“, ბიძინა ივანიშვილმა კი თავიდანვე გაგვაფრთხილა, რომ მსგავს დანაშაულობებს გაგებით უნდა მოვეკიდოთ.
„პრესა.ჯი“ დაუკავშირდა შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნინო გიორგობიანს. ის მომხდარის გარკვევას შეგვპირდა, მოგვიანებით კი, გვითხრა: „რომ „სითი კლუბში“ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა“.
„შს სამინისტროში ასეთი ფაქტის შესახებ შეტყობინება არ შემოსულა. საპატრულო პოლიცია არავის გამოუძახია“, - ამტკიცებს გიორგობიანი.
თუმცა, "პრესა.ჯი"-მ გიორგობიანის ტყუილი მალევე გაშიფრა. ჩვენ ჩავწერეთ "სითი კლუბის" ფინანსური დირექტორი, რომელმაც მომხდარი დაადასტურა და აღნიშნა, რომ პატრულიც გამოიძახეს.
"ვადასტურებ ინციდენტს. ნამდვილად მოხდა რაღაც, ამბობენ ბესელიას შვილი ფიგურირებსო. პატრულიც იყო გამოძახებული", - განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას. ის ასევე ფარულად ჩაწერა "აიტივიმაც", გავავრცელებთ მის ვიდეოკომენტარსაც.
გასაკვირი ის იქნებოდა, რომ შს სამინისტროს საქმეზე გამოძიება დაეწყო, რადგან დაჭრაში ივანიშვილის პარლამენტის მთავარი „დიასახლისის“, ეკა ბესელიას ვაჟი ფიგურირებს.
„პრესა.ჯი“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დეტალებს მალევე შემოგთავაზებთ. ასევე თუ ქალბატონი ბესელია ან ვერულაშვილის მოისურვებს, მზად ვართ მათი ვრცელი კომენტარიც გამოვაქვეყნოთ.
p.s: გუშინ ღამე, "პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, ბესელია და მისი შვილი ფოთში წავიდნენ, რათა "ალიბი" შეექმნათ და თუ ეს ამბავი გასკდებოდა, ეთქვათ, რომ ისინი ინციდენტის დროს თბილისში საერთოდ არ იმყოფებოდნენ...
იხილეთ ვიდეო-სიუჟეტი მომხდარის ახალი დეტალების შესახებ, გადადით ამ ლინკზე