მარგველაშვილის ტყუილები სამ ნაწილად მარგველაშვილის ტყუილები სამ ნაწილად />


  13:25:41     14-03-2013

მარგველაშვილის ტყუილები სამ ნაწილად

a23792.jpg

განათლების მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კახა ბენდუქიძე თავის ფეისბუქზე განმარტავს.
„რას ტყუის მარგველაშვილი აქ: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpbhq&seekTime=12-03-2013+22%3A35:

1. არავითარი გონივრული ვადა ე.წ. შენიშვნების გამოსასწორებლად არ მოუციათ - გუშინ ჩვენ მოგვცეს პირდაპირ საბჭოს სხდომაზე ახალი ტექსტი შენიშვნების.
2. სტუდენტების გარიცხვა - ყველა გარიცხული სტუდენტი გაირიცხა სემესტრის განმავლობაში 5 ან მეტი გამოცდაში ჩაჭრის გამო.
3. "სომხეთიდან ჩამოსული სტუდენტების კრედიტების აღიარების საკითხი" - ერევანში ამერიკის მთავრობის ინიციტივიტ და დაფინანსებით ამ სფეროში წამყვანმა ამერიკულმა უნივერსიტეტმა Texas A&M-მა გააკეთა აგრარული განათლების პროგრამა. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ხელშეკრულება ამ პროგრამასთან და იქ ვაგზავნით სტუდენტებს. "შენიშვნა" ეხებოდა ორ (!) სტუდენტს, რომლებიც ჩვენ გავაგზავნეთ ერევანში და მერე დაბრუნდნენ აგრარულში. ჩვენ ხელშეკრულების შესაბამისად მათ ჩავუთვალეთ კრედიტები, და სამინისტრომ მოგვცა შენიშვნა, რომ საჭიროა მათი კრედიტების დამტკიცება სამინისტროში. ესეც გაკეთდა, სამინისტრომ აღიარა, რომ მათ ერევანში მიიღეს ადეკვატური განათლება.

მარგველაშვილის ტყუილები - ნაწილი მეორე:
4. სადოქტოროების საკითხი - აქაც საუბარია მომხდარ ფაქტზე - ვინაიდან შეიცვალა კანონმდებლობა და სადოქტორო პროგრამების აკრედიტაცია გახდა სავალდებულო (რაც თავისთავად წინა მთავრობის სინდისზეა), ჩვენ შევიტანეთ აკრედიტაციაზე, და იქამდე სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა დოქტორანტს უნდა დაეცვა დისერტაცია 2012 წლის განმავლობაში. მათ დისერტაცია დაიცვეს 24 ოქტომბერს. სამინისტრო თვლის, რომ 2012 წლის ოქტომბერი არის არა 2012 წელი, არამედ 2012-2013 სასწავლო წელი, და ამას უყურებს საბაკალავრო კალენდრის კუთხით. სადოქტოროებს არავითარი ეგეთი კალენდრული სტრუქტურა (გაზაფხულის სემესტრი/შემოდგომის სემესტრი) არ გააჩნია, ეს კამათი სქოლასტურია, და ამის გამოსწორება შეუძლებელია - ეს უკვე მოხდა.

ქოსატყუილა მარგველაშვილის ნათქვამები - ნაწილი მესამე:
5. რეიტინგები არ არსებობს - სამწუხაროა, რომ განათლების მინისტრს და იქამდე GIPA-ს რექტორს ან თავად გაეკეთებინა, ან ჭორი მაინც ცოდნოდა, რომ საქართველოში ძალიან ადვილად შეიძლება გაიზომოს, რომელი უნივერსიტეტი უფრო რეიტინგულია სტუდენტებისათვის. ვინაიდან ყველა აბარებს ეროვნულ გამოცდებს, ყველაზე უფრო მაღალქულიანი სტუდენტები მიდიან ყველაზე სასურველ უმაღლესში. შედეგები ბოლო წლის ასეთია -
1. თავისუფალი უნივერსიტეტი
2. თსუ
3. აიეტი
4. GIPA
5. თსსუ (სამედიცინო)
6. აგრარული
7. კავკასიის უნივ
.
ანალოგიური რეიტინგის გაკეთება შეიძლება პროგრამების მიხედვით.
მატყუარა მინისტრის არ ვიცი ტყუილი, არ ვიცი უცოდინრობა - კანონი არ ითვალისწინებს არავითარ "ავტორიზაციის აღდგენას" არც 12 წუთის, არც ოთხი თვის განმავლოობაში. შეიძლება ავტორიზაციის მიღება ახლიდან - ვითომ არც გქონია“ - განმარტავს ბენდუქიძე.

0

ავტორი: