ბიძინა ივანიშვილიც  კი მიხვდა, რომ „ახლა ბრეჟნევის დროა“ ბიძინა ივანიშვილიც კი მიხვდა, რომ „ახლა ბრეჟნევის დროა“ />


  13:09:04     14-03-2013

ბიძინა ივანიშვილიც კი მიხვდა, რომ „ახლა ბრეჟნევის დროა“

a23791.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ჭორაობას ვერ გადაეჩვია. „ექსპო ჯორჯიაში“, ივანიშვილმა, დღეს,  რეგიონალური მედიის წარმომადგენლები მოიწვია.  შეხვედრის დასაწყისშივე პრემიერმა რეგიონალური მედიის სიმრავლე „ ბრეჟნევის დროს“ შეადარა.  ბიძინა ივანიშვილი: „საქართველოში ბრეჟნევის დროა, რამდენი არხი ჩამოთვალეთ?  ყველა ნაციონაური არხი გადასცემს შეხვედრას.  ეტყობა ინტერესი არის," -  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ,  რაც პრეს-სამსახურმა, ის ტელეკომპანიები ჩამოთვალა, რომელიც შეხვედრის ტრანსლირებას ახდენდა.

 ჟურნალისტები,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ,  ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებით დაინტერესდნენ, თუ რატომ დგება იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარანტად და რატომ აცდის მას ვადის ამოწურვას. "როგორც მე,  კუბლაშვილიც იყო სააკაშვილის სისტემის და მისი იდეოლოგიის მსხვერპლი. მე არ გამიგია კუბლაშვილზე, რომ ის არის დიდი მექრთამე  ან მდიდარი ადამიანი.  ვიცი, რომ მას ჰქონდა დაავადება  და დაეხმარა სააკაშვილი,  რის გამოც ბევრ რამეზე უარს ვერ ეუბნებოდა სააკაშვილს. ჩემი პოზიციის მიზეზი,  კუბლაშვილის პატიოსანი მუშაობაა. მის სფეროში ბევრი რამ გაკეთდა.  თუმცა,  ისეთ საკითხებში, რომელიც სააკაშვილის ინტერესებამდე მიდიოდა, ბატონი კოტე დამოუკიდებლად მოქმედებას ვერ ახერხებდა.  ამიტომ,  ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ კოტე კუბლაშვილმა დაასრულოს ის დრო,  რომელიც მას აქვს განსაზღვრული ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის" - განაცხდა პრემიერმა.

რაც შეეხება ინვესტორების სიმცირეს,  ივანიშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. მეტიც, პრემიერმა  განაცხადა, რომ პროცესები უმჯობესდება. ივანიშვილი ინვესტიციების პრობლემას წინა ხელისუფლებაში ხედავს.  „ჩვენ,  ვერ ვახერხებთ სრულფასოვან კოჰაბიტაციას - ეს ახალი სიტყვა მეც ვისწავლე" - განაცხადა პრემიერმა.

 ივანიშვილი:  „მალე ყველა დაინახავთ, რა არის რეალური ინვესტიციები, ეკონომიკის რეალური აღზევება და არა ერთნახევარი სახლის აშენებით ტრაბახი. ამის საფუძველი ჩვენ უკვე გვაქვს. ინვესტიციებს სჭირდება დრო, ბიზნესმენებს სჭირდებათ დრო იმისათვის, რომ გაიაზრონ, თუ რა ხდება ქვეყანაში. ამისთვის,  აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობის შექმნა, რაც დღეს არ არის შესაშური. ჩვენ, ვერ ვახერხებთ სრულფასოვან კოჰაბიტაციას, სრულფასოვან თანაცხოვრებას ყოფილ ხელისუფლებასთან, თუმცა ევროპის ქვეყნებთან, რომლებიც პირველ ეტაპზე ამ კუთხით მოწოდებებით აქტიურად გამოდიოდნენ,  ვფიქრობ, ამ დროისთვის სიტუაცია დავაბალანსეთ".

„ლუკა კურტანიძეს,  ხშირად გამონათქვამებში ცდომილება აქვს, თუმცა ის ცუდი კაცი არ არის“ - ეს შეფასება კი,  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა შსს-ს პოლიციის აკადემიის პრორექტორ ლუკა კურტანიძესთან დაკავშირებით გამოთქვა.  „ლუკა კურტანიძეს,  პირადად ვიცნობ და დიდი პატივს ვცემ. ამას არ დავმალავ. მიუხედავად ამისა, ვაღიარებ, რომ მას გამონათქვამებში ცდომილება ჰქონდა და ახლაც აქვს, თუმცა არა მარტო მას. ეს რა თქმა უნდა, ცუდია და აზიანებს პირადად მას.  თავშეკავებულობა და კორექტირება საუბარში აკლია,  მაგრამ თავად ის, არ არის ცუდი კაცი. ხშირად ემოციებს ვერ ვიკავებთ და ისეთ რამეს ვამბობთ, რაც არ უნდა ვთქვათ. რაც შეეხება ინციდენტს, რაც მოხდა სპორტის სამინისტროში, მეც მგონია, რომ იქ კითხვები არსებობს.  ვინც არ უნდა მონაწილებდეს და რაც არ უნდა ხდებოდეს, საქმე უნდა იყოს გამოძიებული. თუმცა მგონი კანონის ფარგლებში გარიგებებიც ხდება", - განაცხადა ივანიშვილმა.

 რაც შეეხება ფარმაცევტულ ბაზარს, დღეს გაირკვა, რომ ივანიშვილს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, მისი ძველი ნაცნობი ბიზნესმენი შემოჰყავს.  „ჩემს ძველ ნაცნობთან შევთანხმდით, რომ ძირითადი დასახელების მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად შემცირდება"- განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

საუბარი ეკა ბესელიასაც შეეხო. „თუკი ეკა ბესელია ამბობს, რომ მას ფოთი ჩააბარეს, ეს პარტიიდან მის გასარიცხად საკმარისი იქნება"- ეს განცხადება კი „ქართული ოცნების“ ლიდერმა,  რეგიონალური მედიის წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა. ჟურნალისტის თქმით, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს ფოთში, ერთპიროვნულად დანიშნოს ან გაათავისუფლოს ვინმე, ჩაერიოს ბიუჯეტის ფორმირებაში, დაკავებაში, აკონტროლებს მერიას, საკრებულოს და იქ მისი რეკომენდაციებით ინიშნებიან ადამიანები.  „რეკომენდაციის გაწევა, ალბათ, მისაღებია, მაგრამ მართვას თუ ეს ქალბატონი ახერხებს, ძალიან ცუდია, თუ ბესელია აცხადებს, რომ ფოთი მე ჩავაბარე, პარტიიდან მის გასარიცხად, ეს საკმარისი იქნება“, - განაცხადა ივანიშვილმა.  

როგორც დღევანდელი შეხვედრიდან გაირკვა  „დიდი ბიძინა პატარა ბიძინას, კასპის გამგებელ ოლეგა იაძეს, როგორც კარგ პიროვნებას იცნობს. „ოლეგ იაძემ ნამდვილად განაცხადა, რომ მე პატარა ბიძინა ვარო, ჯერ დიდი რას აკეთებს, რომ პატარამ გააკეთოს, რომ ასეთი რამ დავიბრალოთ. მე მას ვიცნობ და კარგ პიროვნებად მიმაჩნია, ძალიან კაცურად მოიქცა არჩევნების პროცესში. უბრალოდ მას პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, ალბათ, ამ საკითხის დარეგულირება უახლოეს მომავალში მოხდება", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

0

ავტორი: