სტუდენტები აქციაზე: „აგრუნს“ განათლების მინისტრი შეეწირება“ სტუდენტები აქციაზე: „აგრუნს“ განათლების მინისტრი შეეწირება“ />


  14:48:59     13-03-2013

სტუდენტები აქციაზე: „აგრუნს“ განათლების მინისტრი შეეწირება“

a23784.jpg

საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსთან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის ჩამორთმევას აპროტესტებენ. 

როგორც „პრესა.ჯი“-ს აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა განუცხადეს, აგრარული უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთ კვალიფიციურ სასწავლებლად ითვლება პოლიტიკური ანგარისსწორების საგანი გახდა. 

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს. მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმება პოლიტიკურად მოტივირებულია“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა. 

როგორც ჩვენი კორესპოდენტი სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო, სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ტრასპორტის მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე იმყოფება საპატრული პოლიციაც. 

„უსინდოსიბაა, რომ ერთ-ერთ ყველაზე კარგად აღჭურვილ უნივერსიტეტს ავტორიზაციას ართმევენ. ამ დროს, ბევრი ისეთი „პადვალი“ ფუნქციონირებს, რომელსაც ავტორიზაცია აქვს და თავის თავს უნივერსიტეტს უწოდებს. 

განათლების მინისტრი მარგველაშვილი, ჩემი აზრით დავალებას ასრულებს. თუ აგრარულს ავტორიზაციას არ აღუდგენენ აქციები უფრო მასშტაბური გახდება და „აგრუნს“ განათლების მინისტრი შეეწირება“, - აცხადებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ეკა გელაშვილი. 

ბოლო ინფორმაციით, რამოდენიმე წუთის წინ, აქციის მონაწილე სტუდენტებს განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ხვდება. მან აქციის მონაწილეებთან შეხვედრა პირადად ითხოვა. 

მარგველაშვილი სამინისტროდან  გამოვიდა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის 5 წარმომადგენელი სამინისტროში შეიყვანა. 

სტუდენტთა აქციას, არასამთავრობოებიც შეუერთდნენ. აქციაზე მივიდა ომარ მაღლაქველიძე, მოხუცი ამჯერადაც ამერიკის დროშით გამოჩნდა მიტინგზე. 

"პუტინის აგენტებო", "ქართული ოცნება რუსეთის აგენტია"- სკანდირებს მოხუცი.

0

ავტორი: